მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდელი სტუდენტების მიერ ჩინეთის 10 ქალაქში გამართულ კონცერტებს 100.000 ათასზე მეტი...

ზუგდიდელი სტუდენტების მიერ ჩინეთის 10 ქალაქში გამართულ კონცერტებს 100.000 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო

Published on

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "დავლათის" ჩინური გასტროლები დასასრულს უახლოვდება.
 
ანსამბლმა  12 დღის განმავლობაში  ჩინეთის 10 ქალაქში გამართა  წარმოდგენები, რომელთაც საერთო ჯამში 100.000 ათასი მაყურებელი დაესწრო  და მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების თვითმყოფადობას და საზოგადოდ ჩვენი ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობას და,  რასაკვირველია მომავალს, რომელსაც ასეთი ახალგაზრდებიც ქმნიან.  
 
ანსამბლის წევრები  და ხელმძღვანელობა  ,,ოდიში ნიუსის '' ჟურნალისტთან ბექა ლაგვილავასთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმიტ აღნიშნავს  ჩინელი მაყურებლის  კეთილგანწყობასა და ღრმა ინტერესს ქართული ხელოვნების, ქვეყნისა და კერძოდ ზუგდიდის  მიმართ, რომელსაც წარმოადგენდნენ ისინი ჩინეთში.
 
,,ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და, ვფიქრობთ, ამოცანას წარმატებით გავართვით თავი  ჩინური გასტროლები კარგი სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი იმუშაონ და გააკეთონ ქვეყნის პოპულარიზაციისათვის – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, რომელმაც დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ,,დავლათს'' გზა გახსნოდა საერთაშორისო ასპარეზზე.  
 
 ანსამბლის საგასტროლო ბიოგრაფიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის  ინგა გაგუას, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ  "დავლათმა"  თავისი ხელოვნების გატანა ყველა კონტინენტზე შეძლოს, ამასთან  ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ საზოგადოდ ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. '' – აცხადებენ ისინი. 
 
"დავლათის" ტურნე გრძელდება,  ოქტომბერში  ანსამბლი  ბულგარეთში მიემგზავრება და  ვარნის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.
 
,,დავლათი'' დღეს საღამოს 22:00 საათზე გამოფრინდება ჩინეთიდან. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...