მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილმა კიევში პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან სპეციალური ბრიფინგი გამართა

მიხეილ სააკაშვილმა კიევში პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან სპეციალური ბრიფინგი გამართა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტიდა უკრაინის  ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
რეზიდენციასთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მან  კიდევ ერთხელ ისაუბრა მისთვის  მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 
 
„მე ახლა აქ ხალხის გადაწყვეტილების წყალობით ვიმყოფები. როგორც იცით, პრეზიდენტ პოროშენკოს მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა ჩემს საკითხზე სალაპარაკოდ დაურეკა და ის ყველას ერთი და იგივეს პასუხობს.
 ამბობს, რომ უკვირს, რატომ არ მიდის სააკაშვილი სასამართლოშიმას სურს, რომ მე სასამართლოს მივმართო და მოქალაქეობის საკითხი იქ გავარკვიო. მათ ჯერ ხელი მოაწერეს გაურკვევლ განკარგულებას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მაძლევდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი ანკეტა, მაგრამ არ წარადგინეს არანაირი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შევძლებ, სასამართლოს მივმართო.
 
წარმოიდგინეთ, როგორ მოექცევიან რიგით მოქალაქეებს, თუკი ასე მექცევიან მე,  როდესაც ზურგს მიმაგრებენ სახალხო დეპუტატები და ამ საკითხით მთელი მსოფლიო ინტერესდება. 
ამიტომ ვიბრძვი. აქ ჩამოვედი, რომ ადვოკატების საშუალებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს დოკუმენტები გადავცე. 
მე დღესვე მივემგზავრები კიევიდან ცენტრალურ უკრაინაში და გავაგრძელებ ქვეყანაში მოგზაურობას და ხალხთან შეხვედრებს. 
17 ოქტომბერს კი ისევ აქ შევიკრიბებით უკრაინელი ხალხის უფლებების დასაცავად," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
 
უკრაინული მედია აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის მიერ  პირდაპირი ეთერში გამართული სპეციალური პრეკონფერენციის ქრონიკას და თეზისებს მისი სამომავლო გეგმებიდან: 
,,მე არაფრის მეშინია და ბრძოლას ვაგრძელებ. თუ ისინი დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ," 
,,პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. მთავარი პრობლემა ოლიგარქებს უკავშირდება, რომელთაც ქვეყანა გაანადგურეს "
,,პრეზიდენტის იმპიჩნენტი – ეს არ არის მოთხოვნა ,,აქ და ახლა'' . ამის დრო მოვა, როცა  გვეყოლება 300 ახალი სახალხო დეპუტატი და გვექნება ახალი კანონი იმპიჩმენტის შესახებ. ეს უსათუოდ მოხდება და მაშინ ვნახავ,, როგორ შეძლებს ახალი პრეზიდენტი ხალხის მოთხოვნების იგნორირებას''.
,,ვთავაზობ დეპუტატებს კანონით აკრძალონ პრეზიდენტების არჩევა მეორე ვადით. საკმარისია  მხოლოდ ერთი კადენცია. შემდეგ ჩვენ წავალთ ბიზნესში, სახლში. ''
,,არანაირი რევოლუცია ახლა უკრაინას არ ჭირდება. თუ ისინი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას (იგულისხმება პრეზიდენტის იმპიჩმენტი), ხალხი გადაწყვეტს ამას. მაგალითად  საზღვარზე სწორედ ხალხმა გადაწყვიტა, რომ მე უკრაინაში უნდა ვიყო''.
 
,,20 სექტემბერს დნეპრში გამგზავრებას ვგეგმავ. დნეპრის ხელისუფლება კონტრაქციისთვის ემზადება და  ტიტუშკების მობილიზაციას ახდენს.  ჩვენ უკვე ვნახეთ ისინი მოსტისკის სასამართლოსთან.   საიდან გაჩნდნენ იქ ისინი? 
,,17 ოქტომბერს ჩვენ კვლავ შევიკრიბებით აქ, რომ არა პარტიის და ჩემს მხარდასაჭერად,  არამედ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველ სართულზე დეპუტატების მოსასყიდად განიზნული თანხებია დასაწყობებული. 
ხალხს ყელში ამოუვიდა ესენი!'''' განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა. 
 
 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...