მთავარისიახლეებისაზოგადოებამესამე დღეა ახალციხის ჰოსპიტალში ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, ბავშვები...

მესამე დღეა ახალციხის ჰოსპიტალში ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, ბავშვები შეჰყავთ

Published on

მესამე დღეა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 35–მა პაციენტმა მიმართა. 
 
„აქედან, მხოლოდ გუშინ 12 ბავშვი იყო. მათ კუჭის აშლილობა, ღებინება და სიცხე აქვთ. არ ვიცით ეს ვირუსია თუ რაიმე სხვა. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება, ასეთ კვლევას კი ჩვენ არ ვატარებთ“, – აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ელდარ ალიევი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ  შეუძლოდ ყოფნის გამო, დღეს, ახალციხეში საბავშვო ბაღებში  70–მდე ბავშვი,ვერ გამოცხადდა. მათ გულისრევა, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე აღენიშნებათ, თუმცა საავადმყოფოში ისინი არ მიყვანიათ და ექიმის სინ გამოზახებით შემოიფარგლნენ.  
 
კვლევის ჩასატარებლად ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ ეპიდსამსახურს მიმართა,  – საკითხს ახლა უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის   ცენტრი და სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობენ. უკვე აღებულია წყლისა და საკვების სინჯები ახალციხის ყველა საბავშვო ბაღიდან და ის, თუ რასთან გვაქვს საქმე სამ დღეში გახდება ცნობილი. 
 
ამ ეტაპზე სპეციალისტები კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. წინასწარი ვერსიით, ინტოქსიკაცია ენტეროვირუსმა გამოიწვია. 
 
ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, პრობლემა ქალაქში მოქმედ რვავე საბავშვო ბაღს  შეეხო 
 საბავშვო ბაღების თანამშრომლები გამორიცხავენ ბავშვების მოწამვლას  რაიმე საკვების ან სასმელის გამო 
 
„ვფიქრობ, რომ ვირუსია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან მე ვფიქრობ, ასე იქნება. უბრალოდ საკვების ვადებსა და შენახვის პირობებს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. თან სწავლა ახალი დაწყებულია და ყველაფერი ახალი შემოტანილია, თან საბავშვო ბაღებში ყველა ჯგუფი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ყოველ პარასკევს იწმინდება“, – ამბობენ ისინი.  
 
მშობლების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ მიზეზი სავარაუდოდ ვირუსია, თუმცა მიაჩნიათ რომ საკვები, წყალი და ჰიგიენის პირობები საბავშვო ბაღებში აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. 
რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ის თუ რა ზომებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გასატარებელი, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...