მთავარისიახლეებიუკრაინაკიევში მაიდანი იწყება? დღეს იქნება თუ ხვალ ის უსათუოდ შედგება

კიევში მაიდანი იწყება? დღეს იქნება თუ ხვალ ის უსათუოდ შედგება

Published on

დღეს დილით უკრაინულმა პოლიციამ კიევში სამთავრობო შენობების და პარლამენტის შენობის დაცვა გააძლიერა.
 
გრუშევსკის ქუჩაზე, ევროპის მოედანსა და დიდების მოედანზე  მოძრაობა შეზღუდულია, გამვლელებს  მეტალომძებნელით ამოწმებენ და  ჩანთებს უჩხრეკენ. ასეულობით სამართალდამცველი ორ რიგად პარლამენტის შენობისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. კიევის ცენტრალურ ქუჩებში წარმოქმნილია საცობები. მიმდებარე ქუჩებზე ავტობუსებით ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩაჰყავთ. 
 
 
,, ხელისუფლება პანიკაშია  – წერს უკრაინული მედია. – არსებული ინფორმაციით დღეს  კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩადის.  დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გასაჩივრების დეტალებს გაასაჯაროებენ” – ნათქვამია პარტია ”ახალი ძალების” განცხადებაში.
 
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება – , გრუშევსკის ქუჩის გადაკეტვის და კიევის ცენტრში დაცვის გაძლიერებული ზომების მიღების მიზეზად იგი ასახელებს  მედიკოსების მიტინგს,სამედიცინო რეფორმის წინააღმდეგ.

თუმცა ამ სახელისუფლებო ვერსიისა არავის სჯერა.
მოელიან, რომ ბანკოვაიას ქუჩაზე, პარლამენტის წინ  გამოსული ხალხი ოლიგარქ პოროშენკოს იმპიჩმენტსა და უმაღლესი რადის დათხოვნას მოითხოვს. 
,,დღევანდელი შეკრებით მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის კედლებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  იწყებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასშტაბურ აქციას ,  ამასთან იგეგმება მისი გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან.'' 

 ,,პოროშენკოს პანიკურად ეშინია ახალი მაიდნისა, რომელიც დღეს თუ ხვალ დაიწყება. – წერს უკრაინული მედია – რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე იგეგმება განცხადების გაკეთება სრულიად უკრაინის მობილიზაციის დაწყების შესახებ მსხვილი პოლიტიკური რეფორმების მხარდასაჭერად, მოთხოვნებს შორისაა ცლილებები საარჩევნო წესებში, დეპუტატის ხელშეუხებლობის შეზღუდვა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა.  ფაქტობრივად ეს იქნება მაიდანი და იგი დღეს იქნება თუ ხვალ უსათუოდ დაიწყება. ''

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ტრამპთან პოროშენკოს შეხვედრის წინ, რომელიც 21 სექტემბერს უნდა შედგეს. უკრაინელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პოროშენკოს შესთავაზებენ ნებაყოფლობით გადაგეს პრეზიდენტის პოსტიდან და განიხილება მისი გადადგომის პირობები. პოროშენკოს სიმღერა დასრულებულია -მას სხვა საშველი არა აქვს, რადგან,  თუ გადგომაზე უარს იტყვის, მას მიანიშნებენ სააკაშვილზე, ტიმოშენკოზე, ჩუმაკზე, ნალივაიჩენკოზე, სადოვოიზე,  რომელტაც აქვთ ძალა  უკრაინის პოლიტიკური ცხოვრებიდან ,,ნაპალმით ამობუგონ'' პოროშენკო და მისი გუნდი   თავიანთ ქონებასთან ერთად. ''- წერენ უკრაინელი ანალიტიკოსები. 

 

 

 

სიახლეები

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...

რუსეთმა ქართველ ქალ მოხალისეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლ მორიგ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადა. ამჯერად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში...

ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა,...

2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა მოიმატა- საქსტატი

2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით...