მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროპულმა საქართველომ'' ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

,,ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

Published on

 გუშინ, 18 სექტემბერს ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის'' ლიდერებმა  ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. წარდგენა ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 
ზუგდიდის მერობისთვის ,, ევროპული საქართველოდან'' ლელა ქებურია იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ადგილობრივი პარტიული სიის პირველი ნომერი ბათლომე შელიაა, გუშინვე მოხდა  ასევე სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა 
 მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, სადაც აქვთ გამოცდილება და კომპეტენცია, ძალაც და უნარიც ცვლილებების განსახორციელებლად.
„ჩემი მთავარი გამოწვევაა, ზუგდიდი გახდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაძლებლობების ქალაქი“, – განმარტა მან

 
პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ  ისაუბრეს ქვეყანაში, რეგიონში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე,  ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე, აზიური ფაროსანას მიერ განადგურებულ თხილის მოსავალსა და მთავრობის უუნარობაზე აღნიშნულ პროცესში. ,,ზუგდიდს სჭირდება ცვლილებები, რომელსაც სწორედ „ევროპული საქართველო“ და მისი კვალიფიციური კადრები მოიტანენ – განაცხადეს მათ.
 
,.ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც იბრძოლებს არამხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზუგდიდის და ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებისთვის. მე ძალიან ბევრი წელია აქ ჩამოვდივარ და არ მახსოვს ასეთი სასოწარკვეთა, არ მახსოვს ასეთი გაჭირვება. ხალხს სჭირდება დახმარება, ხალხს სჭირდება ზიანის კომპენსაცია, პენსიის გაზრდა, სოციალურების აღდგენა. რაიონს სჭირდება პატრონი. ეს იქნება მთავარი გამოწვევები, რაც უნდა შეასრულოს ლელა ქებურიამ და მისმა გუნდმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
 

 

 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...