მთავარისიახლეებიეკონომიკაროგორ ავირიდოთ ჯარიმა, თუ ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილები საბერძნეთის ტერიტორიის...

როგორ ავირიდოთ ჯარიმა, თუ ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილები საბერძნეთის ტერიტორიის გავლით შემოგვყავს…

Published on

საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით, ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან საქართველოში, 
 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აირიდონ ჯარიმა, საჭიროა საექსპორტო დეკლარაცია, რომლის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში.
 
”გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.
 
ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ.
 
საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე („კიპის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.
 
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო დეკლარაციის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, ადგილზე საექსპორტო დეკლარაციისგაფორმება არ ხორციელდება.
 
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე: http://thessaloniki.con.mfa.gov.ge”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...