მთავარისიახლეებიპოლიტიკარა წყაროებიდან მიდის შემოწირულობები ,,ქართული ოცნებისა'' და ,,ევროპული საქართველოს'' პარტიულ ყულაბებში?

რა წყაროებიდან მიდის შემოწირულობები ,,ქართული ოცნებისა” და ,,ევროპული საქართველოს” პარტიულ ყულაბებში?

Published on

 14 შემომწირველი ფიზიკური პირი, რომლებმაც აგვისტოს თვის განმავლობაში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ განახორციელეს შემოწირულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურრშია დაბარებული. 
 პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ არსებობს კითხვები იმ წყაროებთან დაკავშირებით, საიდანაც მოხდა ამ პარტიების დაფინანსება მათ მიერ. 
 
”დღეს  14  შემომწირველი გვყავს დაბარებული. ამ პირებთან დაკავშირებით სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურისგან მივიღეთ ინფორმაცია. შემოსავლების დაჯამების შედეგად დაგვრჩა კითხვები, რომ შესაძლებელია გარდა ხელფასისა, გამოყენებული იყოს სხვა შემოსავალი, მაგალითად, ქონების რეალიზაცია ან იჯარა, საერთაშორისო გზავნილი, რომლის მეშვეობითაც მოახერხეს დანაზოგის განხორციელება და შემდგომ პარტიისთვის გადარიცხვა. თუ ჩვენ კიდევ დაგვრჩა ვარაუდი, რომ ეს მათი თანხა არ იყო და არ ჰქონდათ დანაზოგის განხორციელების საშუალება, შევადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და გავგზავნით სასამართლოში, რომ შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს თვითონ ფიზიკურ პირს, პარტიას კი ვალდებულება ექნება, რომ ამ ფიზიკური პირისგან მიღებული თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში”, – განაცხადა აზნაურაშვილმა. 
 
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ – 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” – 5 432 ლარი შესწირეს. 
მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7.726.993.45 ლარი.
 
აზნაურაშვილის თქმით, თუ სამართალდარღვევა დადგინდება, შემომწირველები შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო პარტიებს ვალდებულება დაეკისრებათ, შემოწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ. 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...