მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლეები თავს არიდებენ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საქმის განხილვას

მოსამართლეები თავს არიდებენ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საქმის განხილვას

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საქმის განხილვა დღეს არის ჩანიშნული. 
 
სააკაშვილის საქმეზე ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
 
საუბარია 10 სექტემბერს, „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმას ითვალისწინებს. 
 
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს საქმიანობის ვადა ამოეწურა, ნაწილი კი შვებულებაში იმყოფება.
"ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს პროცესი, რადგან სასამართლოში ერთი მოსამართლეა და მას ამ საქმის განხილვა არ სურს. იგივე ხდება, რაც პროკურატურის შემთხვევაში, როდესაც პროკურორმა თითქმის ორი საათით დააგვიანა დავით საყვარელიძის სასამართლო სხდომაზე," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა. შესაბამისად, მოხდება თუ არა  განხილვა დღეს ან  რა შემადგენლობით განიხილავს სასამართლო "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის საქმეს, ამ ეტაპზე უცნობია. 
 
კოდექსის თანახმად, სააკაშვილს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება. თუმცა შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში არც დააპატიმრებენ და არც მისი ექსტრადირება მოხდება.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...