მთავარისიახლეებიპოლიტიკავის უხმობს ზარი, რომელსაც ირმა ინაშვილი აჟღრიალებს

ვის უხმობს ზარი, რომელსაც ირმა ინაშვილი აჟღრიალებს

Published on

 „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, საჯაროდ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

„პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატის აზრით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის, ის მნიშვნელოვანი ფიგურაა  პოლიტიკაში, რომელშიც  დღეს ოფიციალურად არ არის და დროა საჯაროდ ჩაერთოს მასში. 
 
„რბილი დიქტატურის დამყარების ნიშნებია, მართალია პატიმრებს აღარ აწამებენ, მაგრამ სისტემის უზურპაცია საარჩევნოდ ნიშნავს, რომ გადახვალ მედიაზე… ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა მყარდება. ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ არის. მე არ ვიტყოდი, რომ არაფორმალური მმართველია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე მოვუწოდე, საჯაროდ გამობრძანდეს და დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მისი დაპირება შეასრულოს. მან თქვა, რომ თუ იქნება კრიზისი ქვეყანაში, მე გამოვალ და ამ პროცესებში ჩავერევი. ბატონო ბიძინა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მოახდინეს კონსტიტუციისა და საარჩევნო სისვრცის უზურპაცია თქვენმა მოყვანილმა ადამიანებმა და ამ პროცესში საჯაროდ ჩაერთეთ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 
 
 "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის და ამავე დროს  რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა''. 
„ის, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, პირდაპირი დიალოგი ოსებთან და პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ზუსტადაც ის არის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი. “ 
,,გიორგი კვირიკაშვილი ბოკერია-კვესიტაძის „იდეოლოგიის მძევალია“ და პრემიერს და მმართველ გუნდს ამისგან გათავისუფლებას და რუსეთთან დიალოგის გააქტიურებისკენ მოვუწოდებს''.
 
ეს და სხვა განცხადებები ირმა ინაშვილმა ,,განსხვავებულ აქცენტებში'' გააკეთა. 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...