მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ცენტრში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა

თბილისის ცენტრში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა

Published on

 თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, ტაშკენტის 23 ნომერში ყაჩაღობა მოხდა. თავდამსხმელებმა მაღაზია დააყაჩაღეს.  არსებული ინფორმაციით, სუპერმარკეტის სალაროდან წაღებულია თანხა. დაშავებულია მოლარე,  თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა მას თავში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა და გაიქცა, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ, მას რამდენიმე მამაკაცი გაეკიდა უკან, თუმცა, მიმალვა მაინც მოახერხა.
 
იყო რამდენიმე გასროლაც,  თავდამსხმელს მაღაზიის მოლარეების მიმართულებით არ უსვრია, ის უმისამართოდ ისროდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. .
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა, ამ დრომდე არ არის დაკავებული.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...