მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი

კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი

Published on

თბილისში,  სანდრო ეულის ქუჩაზე   მდებარე კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი –   40 წლამდე ასაკის მამაკაცი რომელიც  შენობაში რემონტის დასრულების შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობდა

წინასწარი ინფორმაციით, მუშას ლიფტით ჟანგბადის ავზები ჩამოჰქონდა, რა დროსაც ის აფეთქდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაასვენეს.
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მოპირდაპირე შენობის წინ მდგარი ავტომობილიც დაზიანდა.
აფეთქების ხმა გუშინ,  17:00 საათზე გაისმა. რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს
 
 აფეთქების გარემოებების  შესწავლა შრომის ინსპექციამაც დაიწყო –  წინასწარი ინფორმაციით, დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების ნორმები.
 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელის ბექა ფერაძის თქმით,  ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა და ჰქონდა თუ არა ადგილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
 ჯგუფი იმ კომპანიისგან, რომელიც შენობაში სარემონტო და დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა, შესაბამის დოკუმენტაციას ამოიღებს. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დეტალურად გახდება ცნობილი კონკრეტული უბედური შემთხვევის მიზეზები.
“ადგილზე ვსწავლობთ, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, იკვეთება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა _ ეს არის პირველადი შეფასება. უბედური შემთხვევის შესწავლა და გამოძიება გულისხმობს კომპანიისგან იმ დოკუმენტაციის ამოღებას და შესწავლას, რაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტით ხორციელდებოდა. დეტალურად ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია კონკრეტული უბედური შემთხვევა. აფეთქებულია ბალონი, თუ რა ნივთიერება აფეთქდა, ამას ექსპერტიზა დაადგენს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...