მთავარისიახლეებიკულტურა,,ხიბულას'' პრემიერა საქართველოში - ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ამ ფილმით გაიხსნება

,,ხიბულას” პრემიერა საქართველოში – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ამ ფილმით გაიხსნება

Published on

დღეს 18.00 საათზე ბათუმში,  სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში   იხსნება  საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF.
 
ფესტივალი გაიხსნება გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ეს ფილმის პირველი პრემიერაა საქართველოში, მისი   საერთაშორისო პრემიერა კი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა.
პრემიერას ბათუმში დაესწრებიან რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები. 
 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მიწვეულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელსაც კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. 
 ასევე ქართველ მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის. 
 
BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება, დაახლოებით, 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან. 
 
ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები: დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, სპეციალური ჩვენებები, “SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია, მასტერ-კლასები.
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...