ხატია ბუნიათიშვილი: ნაფიქრი მაქვს, როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკა, რადგან იგი ახლა „გახრწნის პირასაა“

0
431
მე  არ სურს პოლიტიკაში წასვლა, რადგან ეს დიდი დოზით არის დაკავშირებული ძალაუფლებასთან, თუმცა ნაფიქრი აქვს, როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკა, რადგან იგი ახლა  „გახრწნის პირასაა“. – განაცხადა  პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ,,კურიერის'' შაბათის გამოშვებაში. 
ხატია ბუნიატიშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში შეეხო თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემებს – ყურადღების შესუსტებას ოკუპაციის საკითხის გატანისადმი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და პოლიტიკური დევნის კამპანიას ქვეყანაში. 
 
საქართველო ოკუპირებულია და პოლიტიკოსებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებისათვის   საერთაშორისო დონეზე – განაცხდა მან
 
„მსოფლიოში იმდენი პრობლემა არსებობს, რომ თუ ჩვენი პრობლემა უკან გადაიწევა, მსოფლიო პოლიტიკოსები სხვა პრობლემებით დაკავდებიან და ჩვენზე ნაკლებად იზრუნებენ. ოკუპაციაზე ლაპარაკი არის ცოტა მსუბუქ ფორმებში. გამიხარდებოდა, თუ ჩემი კოლეგები არა ხისტად, არამედ პირდაპირ იტყვიან, რა არის რეალური პრობლემა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის კომპლექსი, რომ მთავარია რაღაცნაირად გაიგონ, რომ საქართველო არსებობს – ეს არარ არის პრობლემა, მათ   იციან, რომ საქართველო არსებობს, და ახლა მთავარია, როგორ გვინდა, რომ იგი წარმოვაჩინოთ –  როგორც  უბრალოდ საქართველო რუკაზე არსებული ქვეყანა თუ მეტი…'' 
 
ამ კონტექსტში ჟურნალისთის თხოვნით, მან  ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც უარი თქვა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილპრესტიჟულ კონცერტში მონაწილეობაზე,
„ეს იყო პროტესტი, როგორც ქართველის და პროტესტი, როგორც ზოგადად ადამიანის,"- ასე განმარტა პიანისტმა  პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაკვრაზე უარის თქმა, მისი თქმით, კონცერტის დირიჟორი გერგიევი ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტია, რაც მისთვის მიუღებელია.
 
„14 ივლისი არის ბასტილიის დღე, სადაც უნდა გაჟღერდეს მარსელიაზა, საფრანგეთის ჰიმნი, ანუ ეს არის სიმბოლური თარიღი, სადაც ადამიანის უფლებების ქვეყანაში ერთად ვზეიმობთ, რომ აქამდე მოვედით და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სადაც ყველაფერი სიმბოლურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დირიჟორი ასევე იყოს დაკავშირებული დემოკრატიულ ნაწილთან და ჩემთვის გერგიევი ამასთან არ არის, ამ ნაწილთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ ის არის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტი.
 
"იმ ნაწილზე რომ გადავიდეთ, რაც მოხდა ცხინვალში, მაშინ, როდესაც 200 მეტრში დატყვევებულები იყვნენ ქართველი ბიჭები, სულერთია, ისინი ქართველები იქნებოდნენ, თუ სხვა ეროვნების, ადამიანები იყვნენ დატყვევებული, არ ვიცით, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. 200-300 მეტრში კონცერტის გამართვა, ზეიმი და იმის თქმა, რომ ქართველებმა გენოციდი მოაწყვეს, იყო სრულიად მიუღებელი. ეს კიდევ უფრო დაპირისპირების მომხრე იყო ქართველებსა და ოსებს შორის, მაშინ, როდესაც, პირიქით, ძმებივით უნდა ვიცხოვროთ. ეს არის რუსული პოლიტიკის პროპაგანდის ნაწილი, რომ რეგიონში ჩვენ ყველა მტრები უნდა ვიყოთ, ერთმანეთზე ცუდი ვთქვათ, იყოს რასიზმი,“- განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.
 
პიანისტის თქმით, პროტესტის ნიშნად კონცერტზე დაკვრაზე უარის თქმამ, კოლეგების მხრიდან გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „ფრანგმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ისინი რომ ყოფილიყვნენ ქართველები, იქ ისინიც არ დაუკრავდნენ“.„
 
არის პოლიტიკური დევნა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი, რომ არ შევავიწროვოთ ხალხი იმის გამო, რომ მათ სხვა პოლიტიკური მიმართულება ჰქონდათ. პოლიტიკური დევნა რომ არ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“-ამის შესახებ პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა "შაბათის კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა.
 
პიანისტმა ინსტიტუციების განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
 
„იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციები ისე განვითარდება, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ მთავრობებზე არ იქნება დამოკიდებული, რომ ინსტიტუციები დამოუკიდებლად იფუნქციონირებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და რომ არ იყოს პოლიტიზირებული ამდენად, რომ არ იყოს რეპრესია და რევანში. აქამდე ვერ მივედით, რომ რევანშის საკითხი დღის რეჟიმში არ იყოს,"- აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილმა. 
წინა სტატიაგიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილის ჩვენება პატრიარქის სახლში ტერორისტებისა დამკვლელების შეფარების თაობაზე აბსურდულია
შემდეგი სტატიავის უხმობს ზარი, რომელსაც ირმა ინაშვილი აჟღრიალებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური