„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისთვის მზადება დაწყებულია. მიკროავტობუსებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ცენტრალურ მოედანზე შეკრება ნელ-ნელა მიმდინარეობს. სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა შორის მრავლად არიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც „ოდიშინიუსთან“ ამბობენ, რომ დღევანდელ შეკრებაზე წამოსვლა მათ სკოლის დირექტორმა თხოვა. მოსწავლეებს აცვიათ ლურჯი მაისურები 41 ნომრით.
“წამოსვლა გუშინ დირექტორმა გვთხოვა”- ზუგდიდში სახელისუფლებო პარტიის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე მრავლად არიან სკოლის მოსწავლეები
Published on