მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში ოთხმა პოლიციელმა ამავე რაიონში მცხოვრები გიორგი ბელქანია გაიტაცა და სასტიკად სცემა...

წალენჯიხაში ოთხმა პოლიციელმა ამავე რაიონში მცხოვრები გიორგი ბელქანია გაიტაცა და სასტიკად სცემა – ,ჯგალი ნიუსი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

Published on

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის საინფორმაციო გვერდი JGALI News სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. : 
 
,,13 სექტემბრის ღამეს, წალენჯიხაში, ოთხმა პოლიციელმა, გაურკვეველი მიზეზით, ამავე რაიონში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი, გიორგი ბელქანია გაიტაცა. ის მდინარის პირას სასტიკად სცემეს, შემდეგ ფოთის საავადმყოფოში, ბოლოს კი იზოლატორში გადაიყვანეს. დაზარალებულს სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 
ჯგალი News • JGALI News დაინტერესდა მომხდარი ამბით, ამიტომ დავუკავშირდით გ.ბელქანიას ბიძაშვილს, ირმა ბელქანიას. 
"ქუჩაში მიმავალს მანქანიდან დაუწყეს გინება, გიორგიმ უპასუხა თუ რატომ აგინებდნენ, ამ დროს ჩააგდეს მანქანაში, ოთხი იყვნენ. ცემეს ძალიან მაგრად. ცხვირზე ახლაც ეტყობა ნაცემი, დანარჩენი ტანზე სულ დაბეჟილია. ბუნებრივია, განცხადება დავწერეთ, იმიტომ რომ ერთი ამბავი ავტეხეთ, იძულებული გახდნენ…იმწუთას დატრიალდნენ და ისე გააკეთეს, რომ მათ განცხადება არ წაეღოთ და არ ჩაებარებინათ, ჩვენთან მოვიდა ვიღაც თემური და მოგვთხოვა არ შევხვედროდით რუსთავი 2ის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ისე მოგვარდებაო…"
დაზარალებულის ნათესავი საქმეში მონაწილე პოლიციელებსაც ასახელებს, აქედან ერთ მისი კლასელის ძმა აღმოჩნდა, მისი თქმით ესენი იყვნენ :
გოდერძი ზარქუა, ბესო ფიფია, ირაკლი ფიფია, ხოლო მეოთხის ვინაობა არ იცის.
"არ შეიძლება ასე ადამიანი ქუჩაში არაფრისგამო სცემო. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს რაიონში, სამწუხაროდ. თქვენ კარგად იცით ჩვენი პოლიცია და საერთოდ ეს სტრუქტურა. ძალიან კარგად იცით, ხალხთან როგორ მეტყველებენ, შიგნით კიდევ როგორ იქცევიან. არ არის ეს ჩვენთვის ახალი…"
ქალბატონმა ირმამ სატელეფონო საუბრისას ისიც განაცხადა, რომ გაჩერებას არ აპირებს და ადრე თუ გვიან სიმართლეს დაადგენს.
"ველოდებით პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებას. არ ვაპირებ გაჩერებას, არავითარ შემთხვევაში, ძალიან შორს წავალ! დღეს ამას უქნეს, ხვალ სხვას უზამენ. იქიდან გამომდინარე, რომ არის ნასამართლევი, ეს აძლევს თუ არა პოლიციას იმის უფლებას, რომ ქუჩაში მოსიარულე ადამიანს დედა აგინოს და მანქანაში ჩააგდოს?!" – ნატქვამია ჯგალი ნიუსში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
 
,,ოდიში ნიუსი'' ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
 

სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...