მთავარისიახლეებიკულტურათბილისში ბოტიჩელის ,,ვენერა'' ჩამოდის

თბილისში ბოტიჩელის ,,ვენერა” ჩამოდის

Published on

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქალაქ ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის შედევრის, სანდრო ბოტიჩელის ”ვენერას” გამოფენა გაიხსნება.
 
გამოფენა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
 
ტილოს ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კომპანია Associazione Culturale Metamorfosi` (ასოციაცია მეტამორფოზა) იზრუნებს. გამოფენის გამართვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყოფა.
 
აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა 30 ნოემბერს აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებას ემთხვევა.
 
გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება. ”ვენერას” გარდა, პროგრამა ითვალისწინებს  კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციისა და ლეონარდო და ვინჩის ”ფრინველების ფრენის კოდექსის” თბილისში გამოფენას. 
 
 
 

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...