მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახი კატეგორიულად უარყოფს, რომ ოთხმა პოლიციელმა წალენჯიხაში მცხოვრები გიორგი ბელქანია...

ოჯახი კატეგორიულად უარყოფს, რომ ოთხმა პოლიციელმა წალენჯიხაში მცხოვრები გიორგი ბელქანია გაიტაცა და სასტიკად სცემა

Published on

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 სექტემბრის ღამეს, წალენჯიხაში, ოთხმა პოლიციელმა, გაურკვეველი მიზეზით, ამავე რაიონში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი, გიორგი ბელქანია გაიტაცა. ის მდინარის პირას სასტიკად სცემეს, შემდეგ ფოთის საავადმყოფოში, ბოლოს კი იზოლატორში გადაიყვანეს. დაზარალებულს სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 
ინფორმაცია გაავრცელა ახალშექმნილმა საინფორმაციო გვერდმა, ჯგალი News • JGALI News -მა, რომლის განცხადებით განცხადებით, ეს ინფორმაცია ეყრდნობა  გ.ბელქანიას ბიძაშვილის, ირმა ბელქანიას განმარტებას, რომელიც მან ჯგალი ნიუსის თხოვნით გააკეტა. 
,,ოდიში ნიუსის''  გადაამოწმა ესინფორმაცია –  ირმა ბელქანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა ,,ჯგალი ნიუსის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაზარალებულად დასახელებული გიორგი ბელქანიას ოჯახს, –  ოჯახი  კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოარული ხმები მოყვაუბრალო ყოფითი წაკინკლავებას მეგობრებს შორის.
 

 

 

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...