მთავარისიახლეებიუკრაინალვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა

ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა

Published on

,,პოროშენკოს დასავლეთ უკრაინის საოლქო ადმინისტრაციები ხომ აუმხედრდნენ და აუმხედრდნენ და, უკვე სასამართლოც არ ემორჩილება – დავით საყვარელიძე არათუ უკრაინიდან არ გააძევეს, არც გადაადგილება შეუზღუდეს და არც გირაო გადაახდევინეს.'' – ასე აფასებენ ინტერნეტმედიაში ადწყვეტილებას, რომელიც გუშინ ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრის, დავით საყვარელიძის საქმეზე მიიღო.
 
მოსამართლემ მისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა.  საქმე ეხებოდა 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევას 
 
„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“ – წერს დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
 
დავით საყვარელიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა არ შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ის სასამართლოში გამოცხადებასა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას თავს არ აარიდებს. 
დავითსაყუვარელიზემადლობას უხდის მეგობრენსა და აქტვისტებს, განსაკუტრებით სახალხო დეპუტატებს რომელნიც კიევიდან ცავიდნენ ლვოვში და განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ მას.
,,არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე მოსამართლის მიერ გამოვლენილი წესიერება და გაბედულება,  რომელმაც, მიუხედავად  სავარაუდო ზეწოლისა და ამ საქმეში არსებული სხვადასხვა ნიუანსებისა, ასეთი გადწყვეტილება მიიღო''. – წერს დავით საყვარელიძე.
 
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და მანამ არ შეწყდება,  ვიდრე ყველა თანამებრძოლს არ გაათავისუფლებენ და პოლიტიკურ რეპრესიებს არ შეაჩერებენ. 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...