მთავარისიახლეებიკულტურაქეთი დოლიძემ თეატრში სამუშაო კაბინეტი დაცალა და პირადი ნივთები გაიტანა... ფანჯრიდან

ქეთი დოლიძემ თეატრში სამუშაო კაბინეტი დაცალა და პირადი ნივთები გაიტანა… ფანჯრიდან

Published on

გუშინ თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ თეატრში საკუთარი კაბინეტი დაცალა და პირადი ნივთები გაიტანა… ფანჯრიდან.
,,როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება, – განუცხადა მან გუშინ ჟურნალისტებს 
 
„ოჯახის შემდეგ, თუკი ვინმეს აქვს ბატონი მიშასი, თეატრის სრული არქივი, ეს მაქვს მე. მე გადავწყვიტე, რომ გავიტანო. ეს არის ჩემი პირადი ნივთები. პირადი ნივთები და ამით უნდა დავიწყო ახალი ეტაპი – მივხედო ბატონ მიშას მემკვიდრეობას, იმას, რაც მე მაქვს პირადად.
ახალი ეტაპი იქნება სადმე სხვაგან სპექტაკლების დადგმა. მიწვევა მაქვს ლონდონში. როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება“, – განუცხადა ქეთი დოლიძემ ჟურნალისტებს. 
 
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ქეთი დოლიძე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა. დოლიძე აუდიტის დასკვნაზე აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში თეატრში არანირი დარღვევა არ ყოფილა. 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...