მთავარისიახლეებისაზოგადოებალოჭინის წყალი გაწითლდა, განადგურებულია თევზი

ლოჭინის წყალი გაწითლდა, განადგურებულია თევზი

Published on

ლოჭინის ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. მდინარე ლოჭინის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას არასასიამოვნო სუნისა და წყლის უცნაური შეფერილობის გარდა თევზებიც დახოცილი დახვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მდინარის დაბინძურების გამო სოფელ ბროწეულაშიც ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. იმის შიშით, რომ საქონელი დაეხოცებათ, ადგილობრივები გარეთ ვეღარც პირუტყვს უშვებენ.ექსპერტები წყლის კიდევ უფრო დაბინძურებას არ გამორიცხავენ, რადგან გაუფილტრავი წყალი ლილოს ნაგავსაყრელიდან პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელი ნორიოში რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს სათანადო გამწმენდი ნაგებობის გარეშე, რის გამოც მდინარეში ნარჩენებითა და საშიში ნივთიერებით სითხე წყალში ხვდება.გარემოს დაცვის სამინისტროში  ჯერჯერობით ვერ ამბობენ, თუ რა მასშტაბის ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის წინაშეა მდინარე ლოჭინის ხეობა. უწყების წარმომადგენელები ადასტურებენ, რომ მდინარეში სწორედ ის დაბინძურებული სითხე ხვდება, რომელიც ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ კოლექტორში ჩადის. იმ შემთხვევაში თუკი მდინარის დაბინძურების ფაქტი დადასტურდება, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...