მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის, სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი

ალექსანდრე ჯეჯელავა – სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის, სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი

Published on

განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვი მივიდეს ისეთ სკოლაში, რომელიც მისთვის საინტერესო და სახალისო იქნება და პირადად ის ასეთ სკოლაში წასვლას ისურვებდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ ყურადღება პედაგოგებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ დაუმსახურებლად ბევრი კრიტიკა მიიღეს. „ეს არის არაჩვეულებრივი და თავდადებული ხალხი თავისი საქმისთვის, რომელთაც არც კვალიფიკაცია და არც მოტივაცია აკლიათ. სკოლებში არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მე მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც წასვლა საინტერესო და სახალისოა, ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეეები და სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილისა და დავალების გარდა კიდევ რას გთავაზობს სკოლა. ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება“, – განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს. საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...