მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ გუშინ გაიგო, რომ თურქულ გემზე, რომელიც ლიბიაში 31...

საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ გუშინ გაიგო, რომ თურქულ გემზე, რომელიც ლიბიაში 31 აგვისტოს დააკავეს, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

Published on

გუშინ გვიან საღამოს  საქართველოს ხელიუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ  თურქული გემზე, რომელიც 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში, ქართველებიც იმყოფებოდნენ.
 
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს. 
 
„გუშინ მივიღეთ ჩვენ ეს ინფორმაცია და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი არხებით ცდილობს დეტალების გარკვევას“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ვინ არის ჩართული ინფორმაციის მოკვლევის პროცესში. 
 
დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება. 
 
ცალკე საკითხია, რატომ არ იყო აქამდე საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ გემის კაპიტანი არც ისე უმნიშვნელო ფიგურაა,  მით უმეტეს, რომ  ცნობა ზანზიბარში დარეგისტრირებული ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავების შესახებ 31 აგვისტოს გავრცელდა მსოფლიო მედიაში, 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...