მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება სარფის საბაჟოზე?

რა ხდება სარფის საბაჟოზე?

Published on

ათ დღეზე მეტია სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემები შეექმნათ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში გადასვლას ცდილობენ- მათ  ნეიტრალური ზონიდან უკან  აბრუნებენ მშრალი განმარტებით, რომ  რამდენიმე დღიანი შეზღუდვებია დაწესებული. შეფერხებებმა გამშვებ  პუნქტთან  დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგი წარმოშვა.
 
ამასთან დაკავშირებით   ფინანსთა სამინისტროში ქართული მხარის ინიციატივით  გაიმართა შეხვედრა  თურქეთის  ელჩთან საქართველოში ლევენთ გიუმრუქჩუსთან. შხედრის სემდეგ ორივე მხარემ გაკეთა შესაბამისი განმარტებები. 
 ელჩის ინფორმაციით, შეფერხებები გამოიწვია   გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებმა, რის გამოც საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში.
 
,,ახლა აქტიური სეზონია და დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს კვეთენ. 30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად, ამიტომ, სამწუხაროდ, გამტარუნარიანობა ყოველთვის შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს. ახლა ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები,” – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.
 
 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. 
 
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილის  თქმით, ორივე მხარე თანამშრომლობს, რომ დაძლეულ იქნას  პრობლემები.
 
 შეხვედრის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც მოქალაქეებს ურჩევს  სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლონ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილონ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“, 
 
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე – შემოსვლაისინი თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიან, ნაწილს კი გასაყიდად პროდუქცია გადააქვს.  
 
 ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია.- ნათქვამია პრესრელიზში.
 
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.
 

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...