მიხეილ სააკაშვილი: ,,19 სექტემბერს კიევში ვიქნებით. გზა გაიხსნება: ოლიგარქებისთვის ერთი მხრისაკენ, უკრაინისთვის – მომავლისკენ”

0
425
მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს აპირებს. ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება – 19 სექტემბერს  კიევში ვიქნებით. გზა გაიხსნება: ოლიგარქებისთვის ერთ მხარეს, ხოლო უკრაინისთვის –  მომავლისკენ'' – აცახდებს იგი.
 
„კიევი დასახსნელია. 19 სექტემბერს არის კიევის მფარველის, მიხაილის ხსენების დღე, სწორედ ამ დღეს ჩავალთ ჩვენ კიევში, ჩავალთ ერთად და იქ დავრჩებით, ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ გაცილებით მეტნი ვიქნებით, მანამდე კი შემოვივლით უკრაინის სხვადასხვა რეგიონებს“ – ასე დააანონსა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” თავმჯდომარემ თავისი უახლოესი გეგმებილვოვში გამართულ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან.
 
მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს საერთო მიზნებისთვის გაერთიანება მოუწოდა.
 
„მე გთავაზობთ ხალხის გარშემო გაერთიანებას, საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას, – უკრაინაში მხოლოდ მოქალაქეობისთვის არ ჩამოვსულვარ, დავბრუნდი, რომ თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ახლა ყველა პარტია გთავაზობთ მათ ირგვლივ გაერთიანებას. ეს იგივეა, რაც იდგე ბაქანზე შენ წინაშე იყოს 5 მატარებელი და ყველა ცალ-ცალკე გიხმობდეს. 
 
„ჩვენ ერთად უნდა მივუჩინოთ ხელისუფლებას თავისი ადგილი, ხელისუფლებას, რომელსაც ჰგონია, რომ ვინც მისთვის არასასურველი იყო, ყველა თავიდან მოიშორა, ქვეყნიდან გააძევა ან თუნდაც მოკლა. მე არ მაქვს პასპორტი, ის მომპარეს, მომპარეს მოქალაქეობასთან ერთად, მაგრამ მე ვივლი პასპორტის გარეშე. ცოტა ხანში ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც შეგინის გამშვებ პუნქტზე. გზა გაიხსნება: ოლიგარქებისთვის ერთი მხრისაკენ,  უკრაინისთვის –  მომავლისკენ'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა .
 
 
წინა სტატიარა ხდება სარფის საბაჟოზე?
შემდეგი სტატიაშავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელიას ხანძარი გაუჩნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური