მთავარისიახლეებისპორტივიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს და მიზეზებზე არ საუბრობს

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს და მიზეზებზე არ საუბრობს

Published on

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა  ვიქტორ სანიკიძემ ნაკრები დატოვა , – ამის შესახებ სპორტსმენი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. სპორტსმენი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს. სპორტსმენი ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის მუდამ დარჩება ნაკრების ერთგული გულშემატკივარი.”ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში… ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე… ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი. დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის …მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!”, – წერს ვიქტორ სანიკიძე.
31 წლის სპორტსმენი, ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...