მთავარისიახლეებიპოლიტიკაPolitico: ,,მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ გამოაცოცხლა უკრაინის პოლიტიკუმი''

Politico: ,,მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ გამოაცოცხლა უკრაინის პოლიტიკუმი”

Published on

,,მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ გამოაცოცხლა უკრაინის პოლიტიკუმი'' –  ამერიკის უმსხვილესი საიტი Politico ვრცელ სტატიას უძღვნის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას უკრაინაში. ,,ოდიში ნიუსი'' გთვაზობთ ფრაგმენტებს ამ სტატიიდან
 
ავტორი: დევიდ შტერნი
 
მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა, რომ გააგრძელოს სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლა თავის ყოფილ მეგობართან და ამჟამინდელ ოპონენტთან პრეზიდენტ პოროშენკოსთან. 
კიევი- მიხეილ საკაშვილის დაბრუნებას უკრაინაში შორსმიმავალი შედეგები ექნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოსათვის და მისი მშვილებელი ქვეყნისთვის.
 საკითხავი ის კი არ არის, მიაღწევს  თუ არა   სააკაშვილი გარდატეხას, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იქნება გარდატეხის მასშტაბები 
 
დაბრუნებიდან რამდენიმე საათში ადამიანმა,   მხარდამჭრებისთვის  უბრალოდ  ,,მიშამ’’,  მოასწრო შეეკრიბა ოპოზიციური ძალები  და გამოეცხადებინა ერთიანი დემოკრატიული ოპოზიციის შექმნა, რითაც აღაშფოთა  თავისი ოპონენტი პეტრო პოროშენკო, რომელსაც  მისი დაპატიმრება ან დეპორტირება შეეძლო. 
 
სააკაშვილი, რომელმაც ორი წლის წინ მიიღო  უკრაინის მოქალაქის სტატუსი და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო ივლისში დაკარგა ეს მოქალაქეობა და აპატრიდი გახდა – აკრძალვის მიუხედავად კვირას, საღამოს უკრაინაში დაბრუნდა.  მას ასობით მხარდამჭერი დაეხმარა შეგინის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უკრაინელი მესაზღვრეების  წინააღმდეგობის გადალახვაში – მათ უბრალოდ აიტაცეს და ისე გადაგვიყვანეს უკრაინაში .
 
თავისი უკმაყოფიება პოროშენკომ გამოხატა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, რომელშიც სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა შეაფასა როგორც  ,,დანაშაული’’ და  სამართალდამცავ ორგანოებს მისი გამოძიებისაკენ მოუწოდა. 
 ,,ეს  არის ეროვნული უშიშროების საკითხი- განაცხადა პრეზიდენტმა – ჩემთვის სულერთია, ვინ არის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი –  ბოევიკები აღმოსავლეთში   თუ პოლიტიკოსები დასავლეთში.'' – განაცხადა მან. 
 
ერთერთი არჩევანი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას აქვს,   არის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოში, სადაც იგი იძებნება ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ( სააკაშვილის თვალსაზრისით, ეს ბრალდებები პოლიტიკურად არის  მოტივირებული ),  
მაგრამ ნებისმიერმა ნაბიჯმა მისი დაპატიმრების თუ დეპორტაციის მიმართულებით შეიძლება მოახდინოს ისეთი მძაფრი სამართლებრივი ბრძოლის პროვოცირება, რომელიც  სააკაშვილს უბიძგებს საერთაშორისო სასამართლოებში გაასაჩივროს როგორც თავისი დაპატიმრება ისე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. უფრო მეტიც,  ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამოკვეთილ პოლიტიკურ ხასიათს შეიძენს.
 
ჯერ მოქალაეობის ჩამორთმევამ და შემდეგ ამ  დრამატულმა დაბრუნებამ  განამტკიცა სააკაშვილის პოზიციები უკრაინულ ოპოზიციაში.  აქამდე მის მიერ ჩამოყალიბებული  ოპოზიციური პარტია, როგორც ახალშექმნილი, ხმების 2  პროცენტს თუ დააგროვებდა,  დღეს კი იგი საყოველთაო რეზონანსის ობიექტი გახდა. 
 
უკრაინის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ნალივაიჩენკო, რომელიც ოპოზიციას შეუერთდა,  ,,პოლიტიკო''-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის და  ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკოს,მიხეილ სააკაშვილი და სხვები ქმნიან ,,გაერთიანებულ დემოკრატიულ ოპოზიციას’’ და იწყებენ ერთობლივ საპროტესტო აქციებს მთელ ქვეყანაში.
 
მუსტაფა ნაიემმა, ცნობილმა პარლამენტარ – რეფორმატორმა, რომელიც მთელი გზა თან ახლდა საზღვრის გადმოსაკვეთად დაძრულ სააკაშვილს, თუმცა უშუალოდ საზღვრის გადაკვეთის მომენტში, როცა ხალხმა გაარღვია მესაზღვრეთა კორდონი და უკრაინაში შეიყვანა  სააკაშვილი, პუნქტზე არ ყოფილა, კვირას განაცხადა: ,,მისია შესრულებულია: სააკაშვილი უკრაინაშია!’’
 
ორშაბათს მან ოდნავ შეარბილა ეს მკაცრი ტონი  ხელისუფლების მიმართ, როცა აღნიშნა, რომ უნდა გაირკვეს, დაირღვა თუ არა კანონი საზღვრის გადაკვეთისას და არ არის გამორიცხული   ასეც იყოს, და ამის შემდეგ, თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მას პასუხისმგებლობაც მოუწევს.
 მაგრამ  ამავე განცხადებაში აღნიშნავს იმასაც,  რომ პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში უნდა დაეკისროს პოროშენკოს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც  იმისათვის, რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს და ნებისმიერი  ხერხით, მათ შორის დაუშვებელით,  შეეცადნენ წინ აღდგომოდნენ მის დაბრუნებას  ქვეყანაში.
 
 ნაიემი თვლის, რომ ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. 
 
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი ადრეც ცდილობდა შეექმნა ეროვნული საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ მაშინ  ვერ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციაში მყოფ  სხვა პოლიტიკოსებთან.   ამჯერად საქმეს სულსხვაგვარად არის – ა ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ შეთანხმება და გაერთიანება შედგება. – წერს ,,პოლიტიკო’’ .
 
ყოველ შემთხვევაში,  მიხეილ სააკაშვილი დაბრუნების შემდეგ ლვოვში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე  დაპირდა თუ დაემუქრა ხელისფლებას: ,,ჩემი ბრძოლა ახლა იწყება!’’ 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...