მთავარისიახლეებისაზოგადოებამართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება

Published on

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტირების სამუშაო დასრულებულია და ამ ეტაპზე განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩატარების პროექტზე. დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ისე სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაო დასრულებულია და მიმდინარეობს განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება“, – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა ივნისში დაამტკიცა. 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....