მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის შს სამინისტრო: მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის

უკრაინის შს სამინისტრო: მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის

Published on

უკრაინის შს სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. 
 
ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გადასცა, თუმცა მის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ. 
 
დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა შეიძლება დაეკისროს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...