მთავარისიახლეებისამართალიყაჩაღობა თბილისში – თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალებში მძარცველები შეიჭრნენ....

ყაჩაღობა თბილისში – თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალებში მძარცველები შეიჭრნენ. არის მსხვერპლი

Published on

წერეთლის გამზირზე რამდენიმე საათის წინ „თიბისი ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის  დაყაჩაღება სცადეს. პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს.
 
მომხდარიდან რამდენიმე წუთში თვადასხმა მოხდა  იქვე მდებარე ”საქართველოს ბანკზეც.”  ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა მისი აყვანის სპეცოპერაციისას თავი მოიკლა.
პირი, რომელმაც “საქართველოს ბანკში” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ, “თი-ბი-სი ბანკის” გაძარცვას შეეცადა. 
 
“საქართველოს ბანკი” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული,დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. 
”ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. ”საქართველოს ბანკი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.
 
შსს განცხადებით,  ადგილზე მუშაობს პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბოროტმოქმედების დადგენის მიზნით. 
 
არის თუ არა კავშირი „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...