მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ჩვენი მღელვარების შემოდგომა'' - ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა კამპანია დიდ ბრიტანეთში

,,ჩვენი მღელვარების შემოდგომა” – ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა კამპანია დიდ ბრიტანეთში

Published on

ლონდონის ცენტრში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგეთა გასაპროტესტებლად მრავალათასიანი მარში მოეწყო.
 The Guardian-ის ცნობით, მარშის მონაწილეები “ჰაიდ-პარკში“ შეიკრიბნენ, ჩაატარეს მცირე მიტინგი და კოლონებად დაიძრნენ ცენტრალურ ქუჩაზე პარლამენტის მოედნამდე. ორგანიზატორების თქმით, აქციაში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მარშში მონაწილეობა ფრანგულმა და გერმანულმა დიასპორამაც მიიღო.
 
მსგავსი აქცია  პირველი არ არის,  გაერთიანებული სამეგოს ევროკავშირის შემადგენლობაში ყოფნის მომხრეები უკვე რამდენჯერმე შეიკრიბნენ დედაქალაქში ხელისუფლებისთვის მოწოდებებით – დარჩნენ ევროკავშირის შემადგენლობაში.მედიამ უკვე უწოდა ამ საპროტესტო კამპანიას ,,შემოდგომა მღელვარებისა'', თუმცა ეს ბოლო მარში კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება – იგი ჩატარდა თემთა პალატაში იმ კანონპროექტის კენჭისყრის წინ, რომელმაც ბათილად უნდა იქნას ცნობილი ერროკავშირის კანონმდებლობის მოქმედება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე , სხვაგვარად ამ კანონპროექტს უწოდებენ ,,ბილს ბრექსიტის შესახებ''
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა. ამ გადაწყვეტილებით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.
ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გამოყოფას ხმა 2016 წლის ივნისში ჩატარებულ რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი.
 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...