მთავარისიახლეებიეკონომიკააზიური ფაროსანას განადგურების მიზნით მიწის ფართობების შეწამვლის პროცესში ხვალიდან ავიაცია ჩაერთვება

აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით მიწის ფართობების შეწამვლის პროცესში ხვალიდან ავიაცია ჩაერთვება

Published on

მავნებელი მწერის განადგურების მიზნით, ხვალიდან მიწის ფართობების შეწამვლის პროცესში ავიაცია ჩაერთვება. – ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე  მსჯელობენ.   სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი დეპუტატებს გატარებული ღონისძიებების ანგარიშს აცნობს.
 
მისი  ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოში მიწის ნაკვეთები სპეციალური პრეპარატებით ყოველდღიურად იწამლება სემსხურებელი აპარატებიდან,  მთლიანობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 82 500 ჰექტარი უკვე დამუშავდა. მავნებლების გავრცელების კერებში სოფლის მეურნეობის სამიისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მაგრამ ავიაციის ჩართვა ამ საქმეში გაცილებით ეფექტური იქნება.
 
ფაროსანას საქართველოში უკვე მეორე წელია ებრძვიან. მიმდინარე წლის მარტიდან აგრარულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ სახელწმიფო პროგრამის სახე მიიღო. ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....