მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი, ხელში ატაცებული, უკრაინაში ივანიშვილს შეუყვანია. ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ......

სააკაშვილი, ხელში ატაცებული, უკრაინაში ივანიშვილს შეუყვანია. ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ… – ნინო ბურჯანაძე ივანიშვილს მიმართავს

Published on

,,მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – დამნაშავე შენ ხარ! – როგორც კი ამერიკიდან თითი დაგიქნიეს და გითხრეს, რომ შენი მილიარდები გაიყინებოდა თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდი, იმ წუთშივე გადაიქეცი ამერიკელების მორჩილად და ამის ნათელი მაგალითია კოჰაბიტაცია, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. 
 
„BBC-ზე, CNN-ზე, EURONEWS-ზე ყველა რუსულ თუ უკრაინულ ტელევიზიაში ქარიშხალ „ირმას“ შემდეგ, რომ მთავარ პოლიტიკურ ნიუსად სააკაშვილია, მგონი ვერ ამჩნევენ. ეს თუ პოლიტიკური აქტუალობის დაკარგვაა, მაშინ ჩვენ ქვეყნის პოლიტიკოსები ყველანი მკვდრები ყოფილან. ისიც კი არ ესმით, რას ნიშნავს აქტუალობა. სააკაშვილმა კი ეს პოლიტიური აქტუალობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით შეიძინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
„თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც აღარ სჯეროდათ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ რაიმე შანსი ჰქონდათ და გუდა-ნაბადი ჰქონდათ აკრული. ვინ სად გარბოდა არავინ იცოდა. თუმცა, როდესაც დაინახეს კოჰაბიტაცია და რა უსუსური და უმაქნისი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მობრუნდნენ და იქით მორალის კითხვა დაგვიწყეს. ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მე მივმართავ მას და ვეუბნები, რომ პირადად მისი დანაშაულია, რომ სააკაშვილი გაცოცხლდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
როგორც მან აღნიშნა, სასაცილოა, ის ფაქტი, როდესაც მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ სააკაშვილის  პოლიტიკური აქტუალობისა და მის  მიმართ ინტერესის დაკარგვაზე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...