მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკო საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, მისი ხვალინდელი...

პეტრო პოროშენკო საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, მისი ხვალინდელი დღეა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მცირე ხნის წინ პირველი კომენტარები  გააკეთა   მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით . 
 
„ინციდენტი, რომელიც გუშინ „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მოხდა, ჩემი აზრით, არ ითხოვს არავითარ პოლიტიკურ კომენტარებს. ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ. 26 ივლისს მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პირს აქვს უფლება ადმინისტრაციულ სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი გაასაჩივროს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 
 
პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამგვარი ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. 
 
„მე, როგორც პრეზიდენტი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. არ მოგწონს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ეს სამართლებრივი სიბრტყეა. თვენახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები“ თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, – დასძინა მან. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სწორად მოიქცნენ, როცა გუშინდელი შემთხვევის დროს იარაღი არ გამოიყენეს.
 
„ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც საუკეთესო მხრიდან გამოიჩინეს თავი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სწორად მოიქცნენ, რომ იარაღი არ გამოიყენეს, რისი იურიდიული უფლება მათ ჰქონდათ. მათ არ დაუშვეს კონფლიქტის გაღვივება, რაც ამ პოლიტიკანებს სურდათ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 
 
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლასაც.
„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“ – დასძინა მან. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...