მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის ხელისუფლებაში კეთდება პირველი ოფიციალური განცხადება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ...

უკრაინის ხელისუფლებაში კეთდება პირველი ოფიციალური განცხადება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტემ შევჩენკო აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ საზღვრის გარღვევაზე რეაგირებას მოახდენენ.
 
"ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"- განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტოებს. 
 
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
 
მიხეილ სააკაშვილი კი ამასობაში მხარდამჭერებთან ერთად ავტობუსშია ასული და  ლვოვის მიმართულებით მიემგზავრება, მას უკან მიყვება მხარდამჭერებით სავსე ავტომანქანების გრძელი კოლონა. 
 
ცოტა ხნის წინ დღეს სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა Newsone- ს  და დაადასტურა, რომ ლვოვისკენ მიემგზავრება.  ,,ლვოვში შევიკრიბებით და ალბათ, გადავწყვეტთ კიევისკენ წასვლას“, – განაცხადა მან 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...