მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკო იქცევა როგორც ბიჭუნა, რომელმაც მურაბა მოიპარა და ახლა მაგიდის ქვეშ...

პოროშენკო იქცევა როგორც ბიჭუნა, რომელმაც მურაბა მოიპარა და ახლა მაგიდის ქვეშ იმალება, რომ დედა არ გაუწყრეს

Published on

„ეს ვინ ყოფილა პოროშენკო? 40 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა, როგორც მურაბას რომ პატარა ბავშვი მოიპარავს და გამოსვლა არ უნდა მაგიდის ქვემოდან, რომ დედა ან მამა არ გაუწყრეს," – ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.
 
მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს იმდენად არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა შეძლოს, რომ მთელი დღის განმავლობაში სამარცხვინო საქციელს ჩადის.
 
"რაც არ უნდა გააკეთონ, მე ჩამოვალ უკრაინაში, რაც არ უნდა გააკეთონ, ყველა დამნაშავეს თავის ადგილს ვაჩვენებ და ციხეში გავუშვებთ," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ის მაინც ჩავა უკრაინაში და სამართლიანობას აღადგენს.
 
"ასე ვინ იქცევა? იმდენად ეშინია, რომ ფეხი არ შევყო, რომ ჰქონია, რომ დაინგრევა  ქვეყანა. თავს იჭრიან მთელი დღე, პოლონელები გვიყურებენ და დაგვცინიან,“

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...