მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ზის, უკრაინის მიმართულებით არ...

პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ იგი მატარებელს არ დატოვებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს.
 
ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა. შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.
 
„ეს არის კრიმინალიზებული დიქტატორული პოლიტიკა. მან უნდა აიღოს ამჟამად ყურმილი, დაავალოს რკინიგზას და მატარებლის ხელმძღვანელობას, შედეგად მოდის გოგონა და გვამცნობს, რომ მატარებელი არ გაემგზავრება. ასე მუშაობს უკრაინული დიქტატურა,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...