მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილი უკრაინისა და ახალი პოლიტიკური რეალობის საზღვარს უახლოვდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინისა და ახალი პოლიტიკური რეალობის საზღვარს უახლოვდება

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს უახლოვდება. მას თან ახლავს უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე შემართებული ნაწილი, მხარდამჭერები უცხო ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მსოფლიო მედიის წარმომადგენლები, რიგითი უკრაინელები და სააკაშვილის მშვიდობიანი ზრახვებისა და მის პირად თავგანწირვაზე დიდი მზაობის  სიმბოლოდ ქცეული პატარა ნიკოლოზ სააკაშვილი…
საზღვარზე მას ელის ათასობით უკრაინელი  მხარდამჭერი, რომელმაც წუხანდელი ღამე კრაკოვეცის გამშვები პუნქტის  სიახლოვეს გაშლილ კარვებში გაათია და სააკაშვილთან ერთად ახალი უკრაინის დაბადების მოლოდინშია. მთელი გუშინდელი დღე და წუხანდელი ღამე საზღვრისკენ მიედინებოდა ავტომანქანების კოლონები, რომელიც ვერ შეაკავა პოროშენკოს რეჟიმის მიერ მიღებულმა ზომებმა ნებისმიერი ხერხით შეეშალათ ხელი მათი გადაადგილებისთვის. 
არ არის სიმშვიდე პრეზიდენტ პოროშენკოს  რეზიდენციასა და გარემოცვაში, არ არის სიმშვიდე კრემლში, რადგან, ვინ ვინ და, პუტინმა და პოროშენკომ სხვაზე უკეთ იციან, რა ძალა უახლოვდება ქვეყანას, რომ წალეკოს დამყაყებული ყოფა, ოკუპანტთან   თავისუფლებისკენ მსწრაფი ხალხის ზურგსუკან დადებული გარიგებები, ბარიერები, რომელსაც უქმნიან რეფორმებს, რომელმაც ევროპულ ზესახელმწიფოდ უნდა აქციოს უკრაინა  და საბოლოო ჯამში შეუქცევადი გახადოს ეს პროცესი. 
,,ჩემი ამბიციები გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა –  ჩემი მიზანია შევცვალო თამაშის წესები უკრაინის პოლიტიკური კლასისთვის და უკეთესი გავხადო უკრაინელთა ცხოვრება –  აცხადებს  მიხეილ სააკაშვილი, – მე არ მეშინია ოლიგარქების, ისინი ვერ შემაჩერებენ. ჩვენ გვაქვს პროგრამა როგორ შევცვალოთ უკრაინა 70 დღეში და პირველი პუნქტი ამ პროგრამაში არის ,,კანონი ოლიგარქების შესახებ'', კანონი  არა კონკრეტულ პირებზე, არა კოლომოისკიზე, ახმეტოვზე, პინჩუკზე და სხვებზე, არამედ საზოგადოდ ოლიგარქებზე
ამ კანონის თანახმად მათ უნდა დაკარგონ კონტროლი მედიაზე – ეს პირველი.
შემდეგ – მათ ხელში არ უნდა დარჩეს მონოპოლიები, მაგალითად ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში
შემდეგ –  სრულიად უნდა გამოირიცხოს მათი მონაწილეობა პოლიტიკაში. მე ეს დავიწყე საქართველოში, მაგრამ   ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარი. უკრაინაში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. უნდა დამთავრდეს ლაპარაკი ოლიგარქებზე, როგორც უკრაინულ მოვლენაზე, ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და მოვიპოვოთ თავისუფლება ოლიგარქების ზეგავლენებისაგან.
 
ის, რაც პოროშენკომ ჩაიდინა, არის ყველა წესის დარღვევა, იგი გავიდა სამართლებრივი ველის ჩარჩოებიდან. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაიძულოთ დაბრუნდეს  ამ ველზე.
 
ჩემი მიზანი გასაგებია: გამოვიყვანოთ არენაზე ახალი ადამიანები, ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მათ მოსვლას ხელისუფლებაში. უკრაინას ახალი პოლიტიკოსები სჭირდება, ახალი ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, ქვეყანას  სჭირდება და ყავს კიდეც უფროსი თაობების წარმომადგენლებიც, რომელთა გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს და ისინი უნდა იქცნენ ახალი სისტემის ორგანულ ნაწილად, მაგრამ მთლიანობაში ეს სისტემა ახალ ადამიანებს უნდა დაეყრდნოს.''  
 
ახლა მას საზღვარზე სწორედ ეს ახალი ადამიანები ელიან. ახლა ამ საზღვრისკენ არის მიპყრობილი მსოფლიო მედიისა და მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ყურადღება. 
დაიწყება თუ არა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკაში ოლიგარქების პარპაშის დასასრული ? და იქცევა თუ არა მიხეილ სააკაშვილი წინამბრძოლად ამ ახალი, მსოფლიო მნიშვნელობის პროცესში?  
ამ გლობალური პრობლემის ფონზე მეორეხარისხოვანი ხდება თავად პოროშენკოს ფიგურა და თუნდაც უკრაინის დიდ, მაგრამ მაინც ლოკალურ სივრცეში წარმოქმილი პრობლემა.
სააკაშვილის მასშტაბები ამაზე დიდია. მან ეს შეძლო. 
 
რაც შეეხება პოროშენკოს – 
,,რკალი  მის  გარშემო შეიკრა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ ვერა იგი დღეს სააკაშვილის შეჩერებას,  გაირკვევა,  რა ელის მას   უახლოეს მომავალში – შეცდომების აღიარება თუ    ტრიბუნალი  და ციხე'' – წერს უკრაინული მედია.
 
 საქართველო? 
მმართველი ძალა და მის მხარეს გადასული სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები ისტერიულად  ცდილობენ მისი  მნიშვნელობის დამცრობას, თუმცა სწორედ ეს ისტერია ამხელს, რომ მათი ბრძოლა არა სააკაშვილთან, არამედ საკუთარ ცდუნებებთან, წაგებულია.
რაც შეეხება იმ საქართველოს, რომლის საუკეთესო შვილებს დევნიდნენ, კლავდნენ, დამპყრობლის კარზე აგზავნიდნენ მსხვერპლად,  წუხანდელი ღამე თეთრად გაათია. დარდითა და სიხარულით, რომ ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა ძალა ეშვა პიროვნება, რომელიც უკეთესობისკენ ცვლიდა მას და სამყაროს. 
 
როგორც ეკა ხერხეულიძე,  პატარა გოგონა ზვიად გამსახურდიას გვერდით, და ეკა ხერხეულიძე, დღეს უკვე პოლიტიკური  სიმტკიცისა და პატიოსნების განსახიერება წერს: 
 
,,რა არ მინახავს, რა ისტორულ ქარტეხილებს არ ჩაუვლია ჩემს თვალწინ,როგორი მცდელობა არ მინახავს პოლიტიკოსების მხრდან-გამხდარიყვნენ უფრო საინტერესო, ვიდრე მათი არსებული რეიტინგი იყო, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსი სხვა, ათჯერ უფრო დიდ ქვეყანაში ქმნიდეს პოლიტიკურ კლასს და უფრო მეტიც, ამ მოკავშირეებს აყალიბებდეს მებრძოლებად, პირველად ვხედავ.
ქართველს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ მოცემულობაში, ჩემი ქვეყნის მნიშვნელობა მომწონს, თორემ, ამ მხრივ, არც სხვა ქვეყნის შვილი მახსენდება, პრეცენდენტის თვალსაზრისით.
მიდი, მიშა, ამაყი ვარ, რომ სრულიად არაორდინალურ, თანამედროვეობის ისტორიას ქართველი წერ.''
 
უკეთესად ამ პროცესებზე ვერაფერს იტყვი. 
 
 

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე...

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ცისფერ გალერეასთან "პუბლიკას" ჟურნალისტს სცემეს - გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ...