მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი მატარებლიდან ჩავიდა. მივმართავ სხვა საშუალებებს, რომ კანონის სრული...

მიხეილ სააკაშვილი მატარებლიდან ჩავიდა. მივმართავ სხვა საშუალებებს, რომ კანონის სრული დაცვით შევიდე უკრაინაში, ამასთან დღესვე – განაცხადა მან

Published on

 პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე პოლონეთშია. მატარებელს, რომლითაც ის უკრაინის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, კვლავ არ უშვებენ.
რამდენიმე წუთის წინ   თანმგზავრებთან კონსულტირების შემდეგ  მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს მატარებელი და მისცეს მას გზის გაგრძელების საშუალება, რათა დისკომფორტი არ შეუქმნას სხვა მგზავრებს. 
მე ჯერჯერობით აქ ვრჩები და მივმართავ სხვა  საშუალებებს, რომ კანონის სრული დაცვით შევიდე უკრაინაში, ამასთან დღესვე. – განაცხადა  ბაქანზე გამართულ მოკლე ბრიფინგზე 
 
გეგმა, როგორ აპირებს ამას პრეზიდენტი სააკაშვილი, ჯერჯერობით არ განმარტებულა. 
 
შეგახსენებთ კონსულტაციამდე რამდენიმე ხნით ადრე სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ   პასუხისმგებლობა  დისკომფორტისთვის,  რომელიც მატარებლის მგზავრებს შეექმნათ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკისრება.
„მე ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, რომლებსაც ხელოვნურად შეუქმნეს დისკომფორტი. მადლობა მინდა ვუთხრა პოლონურ მხარეს, რომელიც საკმაოდ ცივილურად მოქმედებს. მთელ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის პრეზიდენტს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ემუქრებოდნენ, რომ მის ექსტრადირებას მოახდენდნენ, თუმცა, ახლა უკან იხევენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, უკრაინისა და საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხდალები არიან.
„ხომ იძახოდნენ, ექსტრადირებას ვაპირებთო? შემიშვან აბა? როგორი მხდალები არიან, როგორ ეშინიათ ჩემი, ხომ ხედავთ? როგორ უკანკალებთ ყველაფერი. ასე რომ, რაც არის ეგ არი. მე შევეცდები მოვხვდე უკრაინაში, ის რაც ახლა ხდება, ეს არის ცირკი, რომელიც შექმნა უკრაინის მთავრობა, პირადად პრეზიდენტმა, მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი პასუხისმგებლები არ არიან იმაზე, რომ ხალხი გადმოსვეს მატარებლიდან. თუ მინისტრი არ არის პასუხისმგებელი, მაშინ რჩება მხოლოდ ერთი სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ მე არ მოვხვდე უკრაინაში, ეს არის უკრაინის პრეზიდენტი,“-აცხადებს სააკაშვილი.
 
იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მათ „ინტერსითის“ მატარებელი დროებით, ბრიფინგის გამართვის მიზნით დატოვეს. ჩვენ ისევ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას. 
 
მან უკრაინის მთავარ პროკურორს მიმართა და შექმნილი სიტუაციის გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
„მთელი ჩემი გუნდის სახელით, მივმართავ გენერალურ პროკურორს – თქვენ თავად იყავით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. მე მინდა გთხოვოთ, მოაგვაროთ ეს სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ უკრიანის პრეზიდენტი გასცემს კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს და გენერალური პროკურორის გარეშე ეს არ გადაწყდება. თუ ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, უნდა შეწყდეს ეს ქმედება და ამ ხალხს მიეცეს უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას“, – განაცახდა ტიმოშენკომ.
 
როგორც ჩანს კონსულტაციის შემდეგ სააკაშვილის გეგმა შეიცვალა.
 

 
 
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...