მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ერთი წუთით არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოზე. ივანიშვილი საქართველოს მტერია, ასევე მტერია უკრაინის....

,,ერთი წუთით არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოზე. ივანიშვილი საქართველოს მტერია, ასევე მტერია უკრაინის. მოვუვლით მასაც, რაც არ უნდა ყირაზე გადავიდნენ მთელი სამყაროს ოლიგარქები”

Published on

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ყოფნისას "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანება მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც, რადგან მისი თქმით, ოლიგარქები ორივე ქვეყნის მტერია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მიემგზავრება, სადაც მას მხარდამჭერები ელოდებიან.
 
„ასეთი გაერთიანება არ ყოფილა მრავალი წელია. ვფიქრობ, ეს არის მაგარი ნიშანი უკრაინისა და საქართველოსთვის. ეს არის „ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში.“ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვარ კონცენტრირებული უკრაინაზე, ერთი წუთით არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოზე. ამის იმედი ნუ ექნებათ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთი ბრძოლა. ჩვენ ერთი მტრები გვყავს. ივანიშვილი საქართველოს მტერია, ასევე მტერია უკრაინის. მოვუვლით მასაც, რაც არ უნდა ყირაზე გადავიდნენ მთელი სამყაროს ყველა ოლიგარქი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...