მთავარისიახლეებიპოლიტიკააზერბაიჯანულმა დიასპორამ უკრაინაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს - ამ წუთებში...

აზერბაიჯანულმა დიასპორამ უკრაინაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს – ამ წუთებში მათი კოლონა ცალკე მიემართება პოლონეთის საზღვრისკენ…

Published on

ბოლო ცნობებით,  აზერბაიჯანულმა დიასპორამ უკრაინაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მათი კოლონა ცალკე მიემართება ამ წუთებში პოლონეთის საზღვრისკენ…
haqqin.az -თან საუბარში უკრაინის გაერთიანებული აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი ჰიქმეთ ჯავადოვი აცახადებს, რომ დიასპორა მზად არის მხარი დაუჭიროს სააკაშვილის მოძრაობას, ,,ჩვენ, როგორც უკრაინის მოუყვარე ხახი ქვეყნისათვის ღირსეუცხოვრებას ვესწრაფვით'' – განაცხადა მან.
 
ჯავადოვის მოწოდებას პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის დახვედრაში აზერბაიჯანელთა ჩართვის აუცილებლობის შესახე  დიასპორაში და აზერბაიჯანშიც  ფართო გამოხმაურება ჰპოვა.  ერთ-ერთი აზერბაიჯანელი რახმან ალიევი თავის პირად ფეისბუქგვერდზე წერს: ჩემთვის, როგორც მე,  აზერბაიჯანელისათვის, უკრაინის პრობლემები. რომელსაც უკრაინასთან მთელი ცხოვრება მაკავშირებს, ახლობელია  ამ ქვეყნისპრობლემები. 
 
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომი დონბასში და ხელისუფლების უუნარობა თავი გაართვას გაჭიანურებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს მაგონებს 90 -იანი წლების აზერბაიჯანს. ახლა უკრაინას ეძლევა ისტორიული შანსი ხელისუფლებაში მოიყვანოს ევროპაში ერთერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერი რეფორმატორი. საუბარია მიხეილ სააკასვილზე. ამ პოლიტიკოსმა შეძლო ფეხზე დაეყენებინა საქართველო მის მიერ გახორციელებული გაბედული და დემოკრატიული რეფორმების წყალობით. ბევრი უკრაინელი დარწმუნდა მის ორგანიზატორულ ნიჭიერებაში,  როცა იგი ოდესის გუბერნატორი იყო. ის მკვეთრად დაუპირისპირდა კორუმპირებულ ხელისუფლებას, ჩინოვნიკების მოუმზადებლობას ხალხის სამსახურისთვის, უმაღლესი ხელისუფლების  ბიუროკრატიზმსა და აზროვნების ვიწრო მასშტაბებს.
 
მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა  და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
ეს პოლიტიკოსი სჭირდება ქვეყანას, მას მხურვალედ უყვარს უკრაინა და ამას საქმით და არამხოლოდ სიტყვით ამტკიცებს.
 
მას უყვარს ჩვენი აზერბაიჯანიც და მას მოძმე ქვეყანად თვლის. ჩვენც იგივეთი უნდა ვუპასუხოთ მას.
 
როგორც კი შევიტყვე, რომ უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ემზადებიან სააკაშვილის დასახვედრად პოლონეთ – უკრაინის საზღვარზე, გადავწყვიტე გავმგზავრებულიყავი და გვერდით დავდგომოდი მათ. დღეს მე მათ შორისა ვარ  და კრაკოვეცის გამშვებ პუნქტისკენ მივემართები.  მე მომწონს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მომავლისათვის გადადგმული გაბედული ნაბიჯების გამო  და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკოსს აბარია უკრაინის ნათელი მომავალი'' – წერს რახმან ალიევი. 
 
ამრიგად , როგორც უკრაინული მედია წერს, ,,სააკაშვილის მომხრეთა რიგები იზრდება. პოროშენკო დაბნეულია, ავაქოვი გაერიდა ვითარებას ( დაწერა განცხადება პოსტიდან გადაგომის შესახებ) , უშიშროების ყოფილი შეფი მესაზღვრეებს მოუწოდებს არ შეასრულონ ხელისუფლების უკანონო ბრძანებები, ტიმოშენკო და მთელი ოპოზიციური სპექტრი კრაკოვეცთან ეგებება, ლვოვიდან უკრაინისა დასხვა ქვეყნების მედია ერთდროულად რამდენიმე ლაივჩართვის მოლოდინშია, კიევში სააკაშვილის მხარდამჭერები მოედანზე  გამოსასვლელად მზად არიან.  '' 

სიახლეები

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...