მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: ,,მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ...

უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: ,,მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს.

Published on

უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და  პარტია "სპრავედლივოსტის" ლიდერი ვალენტინ ნალივაიჩენკო აცხადებს, რომ მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს. 
 
,,ის, რაც   ახლა "კრაკოვეცთან" ხდება, მიუღებელია: "არ შეიძლება, მშვიდად ვუყურებდეთ იმას, რომ მავთულხლართები, სპეცტექნიკა გამოჩნდა არა ქუჩაში კრიმინალების ან ფრონტზე – რუსი აგრესორების წინააღმდეგ, არამედ უკრაინის ერთი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აპირებს, ქვეყანაში შემოვიდეს და თავისი უფლებები დაიცვას. 
 
არ შეიძლება ვუყურებდეთ, როგორ იყენებენ ახლა უკვე მესაზღვრეებს, როგორც სადამსჯელო სისტემას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ხომ იანუკოვიჩი აკეთებდა, ოღონდ, ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და "ბერკუტს" იყენებდა. 21-ე საუკუნეში არსებობს უამრავი კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მავთულხლართებისა და სპეცტექნიკის გარეშე იმოქმედოთ", – მიმართა მან მესაზღვრეებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...