მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობის წევრის კოტე იოსელიანის საარჩევნო შტაბს ბოლო დღეებში ორჯერ ...

ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე იოსელიანის საარჩევნო შტაბს ბოლო დღეებში ორჯერ დაესხნენ თავს

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრის, კოტე იოსელიანის, შტაბს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ოფისის ფანჯარას აგური ესროლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, შტაბის წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ბოლო ორ დღეში თავდასხმის მეორე შემთხვევაა. პირველად უცნობმა პირებმა ოფისში ბოთლი შეაგდის, რომელიც ერთ-ერთ ადამიანს სახეში მოხვდა.
თავად კოტე იოსელიანი კი მოხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს და სამართალდამცავებს მომხდარი ინციდენტის სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ჩემს შტაბში 2 დღის წინ შემოაგდეს ბოთლი. დღეს აგური… ივანიშვილის და კალაძის საცეცები ამით ვერ უშველიან ქართული ოცნების აგონიას.იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები შეძლებენ პოლიტიკური პროცესებისაგან დისტანცირებას და დროულად დააკავებენ დანაშაულის ჩამდენებს. ვერ შეგვაშინებთ! ვეღარ გააყალბებთ! ჩვენ მოვიგებთ!. – წერს კოტე იოსელიანი  თავის პირად ფეისბუქგვერდზე
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...