,,მე გაცილებით მასშტაბური ამბიციები მაქვს, ვიდრე თანამდებობებია” – პრეზიდენტ სააკაშვილის უახლესი ინტერვიუ უკრაინის ტელევიზიას ( ნაწილი 2)

0
419
 რატომ არ ეშინია სააკაშვილს პროვოკაციისა საზღვარზე, შეხვდა თუ არა ის ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ჟენევაში და ნანობს თუ არა, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე 2015 წელს? –  ამის შესახებ  ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ალესია ბაცმანის საავტორო გადაცემაში ბაცმან LIVE" NewsOne- ის ეთერში. გამოცემა ,,გორდონი’’ ექსკლუზიურად აქვეყნებს ამ ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს 
 
 
მე გაცილებით მასშტაბური ამბიციები მაქვს,  ვიდრე თანამდებობებია:
 ჩემი მიზანია შევცვალო თამაშის წესები უკრაინის პოლიტიკური კლასისთვის
და უკეთესი გავხადო უკრაინელთა ცხოვრება
 
თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ  შესაძლოა უკრაინელმა  პოლიტიკოსებმა, რომლებიც აპირებენ საზღვარზე  დაგხვდნენ, ახლა დროშასავით აგწიონ, რომ ამით არჩევნებზე დამატებითი ხმები გაინაღდონ –  თქვენ ხომ ძალიან  ხელსაყრელი მოკავშირე ხართ მათთვის: თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას ვერც საპრეზიდენტო და ვერც საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო იმის შემდეგ , როცა თავისას მიაღწევენ, შეიძლება უბრალოდ დაგივიწყონ?
 
იცით, მე არ ვაზროვნებ  ასეთი კატეგორიებით.  უკვე დიდი ხანია არ დავეძებ არანაირ თანამდებობას, ჩემი ამბიციები ყველა თანამდებობას აღემატება:  ჩემი მიზანია შევცვალო თამაშის წესები უკრაინის პოლიტიკური კლასისთვის და უკეთესი გავხადო უკრაინელთა ცხოვრება, ამიტომ მათი ზრახვები როგორ და რისთვის გამომიყენონ, ჩემთვის მეათეხარისხოვანი საქმეა. დიახ,  ჩემი შეხედულებები ცხოვრებაზე განსხვავდება ბევრისგან,  ვინც ჩემს დახვედრას აპირებს საზღვარზე. ვფიქრობ, სწორად თქვა იულია ტიმოშენკომ: აქ კონკრეტული ამბავია, კონკრეტული თავგასულობა და უკანონობა,  ამიტომ ნდა შევეხიდოთ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ კონკურენტებად დავრჩებით. დიახ, ასე უნდა მოხდეს.
 
ის, რაც პოროშენკომ ჩაიდინა არის ყველა წესის დარღვვა, იგი გავიდა სამართლებრივი ველის ჩარჩოებდან. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ,უნდა ვაიძულოთ დაბრუნდეს  ამ ველზე. ჩემი მიზანი გასაგებია: გამოვიყვანოთ არენაზე ახალი ადამიანები, ყოველმხრივ შევუწყო ხელი მათ მოსვლას ხელისუფლებაში. უკრაინას ახალი პოლიტიკოსები სჭირდება, ახალი ვარსკვლავები. რა თქმა უნდა , ქვეყანაში  სჭირდება და არიან კიდეც უფროსი თაობების წარმომადგენლებიც , რომელთა გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს, და ისინი უნდა იქცნენ ახალი სისტემის ორგანულ ნაწილად, მაგრამ მთლიანობაში ეს სისტემა ახალ ადამიანებს უნდა დაეყრდნოს. 
 
გასაგებია. მიხეილ,  ადამიანებმა პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვიდან  მიამბეს, რომ იგი, სანამ თქვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მიიღებდა, თავისი რწმუნებული პირების მეშვეობით დაუკავშირდა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ  გაეგო,  როგორი შეიძლება ყოფილიყო  ამერიკის პრეზიდენტის რეაქცია მის ამ  ქმედებაზე. და როცა გაიგო, რომ თქვენს დაცვას საჯაროდ იქ  არ აპირებდენ, ხელი მოაწერა ამ ბრძანებულებას. თქვენ არაერთგზის და დაწვრილებით გისაუბრიათ თქვენს მეგობრობაზე დონალდ ტრამპთან, ამიტომ უცნაურია, რომ  რაიმე რეაგირება მისი გარემოცვიდან ჯერჯერობითარ ყოფილა.
 
ჯერ ერთი, ეს არის შინნამზადი ჭორები, რომელსაც ისინი ერთმანეთს უყვებიან.  კი ბატონო, მოუყვნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ ადამიანების დონე და მათი შეხედულებები და წარმოდგენები დანარჩენ სამყაროზე  იმდენად სასაცილოა, რომ ამ ჭორების კომენტირებას … ( აზრი არა აქვს) . მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მე აღარა ვარ სახელმწიფოს ლიდერი ( უკვე)… 
 
მაგრამ თქვენ დასაწყისში თავად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი მთლად ჩვეულებრივი ადამიანი არ არის… 
 
დიახ ( იღიმება) . მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს უამრავი საზრუნავი აქვს, მათ შორის პირადიც, რომ მხოლოდ ჩემი პრობლემებით დაკავდეს. ამასთან ჩემს მხარდასაჭერად ბევრი რამ ითქვა სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან. გუშინ და გუშინწინ ევროპარლამენტის კულუარებში შევხვდი ფრაქციების ლიდერებს და კოორდინატორს საგარეო საქმეებში. ასევე  ადამიანებს,  რომლებიც ჩვენს რეგიონტან დაკავშირებულ საკითხებზე  მუშაობენ.    ძალიან ბევრი პარლამენტარი ( ამან ძალიან გამითბო გული) მოვიდა ჩემთან, რომ გამოეხატა აღშფოთება ჩემს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო და ეთქვა,  მთლიანად თქვენს მხარეზე ვართო. 
 
 და ეს მხოლოდ დასაწყისია. რაც შეეხება პოროშენკოს: საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანო – ფრანკოვსკში გამართულ შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან განაცხადა: ,,მე ორი მისაბაძი მაგალითი მაქვს:  ქართული რეფორმები ( ანუ მიხეილ სააკაშვილი) და სინგაპური (ანუ ლი კუან იუ). თქვენ შეგიძლიათ ამოწიოთ ეს კადრები – ეს იყო ჯერ კიდევ მაიდნამდე, როცა მან წამოიწყო რამდენადმე რეალური კამპანია (უკრაინის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდა 2014 წელს, უკვე ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ– ,,გორდონი’’)    სხვათა შორის, ეს იყო კარგი, ძალიან ლოგიკური გამოსვლა. აი გუშინ კი  განაცხადა, რომ ,,სააკაშვილი არის ცირკი – შაპიტო’’. მაპატიეთ, მაგრამ ეს მე ვიქეცი სულ რაღაც ორ წელიწადში ცირკ – შაპიტოდ, თუ პოროშენკო, რომელიც  ქრონიკულად ცრუობს და არასოდეს ამბობს სიმართლეს, მაშინაც კი, როცა სარკეში იყურება და თავის თავს ელაპარაკება? 
 
მე არავითარი სურვილი არ მაქვს  ვაკრიტიკო პირადად პრეზიდენტი ,
მე ვაკრიტიკებ მის პოლიტიკას, რომელიც, სამწუხაროდ, კატასტროფულია
 
 როცა მოქალაქეობა ჩამოგართვეს , თქვენ სწორედ ამერიკაში იმყოფებოდით. თუ სცადეთ დაკავშირებოდით დონად ტრამპს ან ვისმეს, მისი ახლო გარემოცვიდან, რომ კონსულტაციები მიგეღოთ? 
არა. მე მაშინვე გავეშურე აეროპორტსკენ, ჩავჯექი თვითმფრინავში და გამოვფრინდი, რადგან ვერც ერთი დონალდ ტრამპი დედამიწაზე ვერ შეძლებდა ჩემს დახმარებას, თუკი იქ ისინი ჩამკეტავდნენ რაღაც იურიდიული მექანიზმებით, რომ საზღვარი ვერ გადმომელახა. ამიტომ მაშინ ტრამპისთვის არ მცხელოდა,  სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი ევროპაში  და ასე მოვიქეცი კიდეც. 
სხვათა შორის, ვაშინგტონიდან გამოფრენის წინ შევხვდი ნაცნობ ამერიკელ იურისტს, რომელიც ძლიერია ამ სფეროში და  მითხრა: ,,თუ  სამუშაო ვიზა გაქვს, დარჩი, რაზეა საუბარი? თუ ეს ვიზა გაქვს,  პასპორტი არაფერში გჭირდება, შეგიძლია მშვიდად იმუშაო ამერიკაში…’’
 
…და რატომ არ დარჩით მერე?
ეს საჩემო არ არის (იღიმება). რატომ უნდა დავრჩენილიყავი? კიდევ ერთხელ ვამბობ: მე პირობა დავდე, რომ ბოლო ზღვარმდე დავიცავ უკრაინელ ხალხს უკანონობისა და თავგასულობისგან. იცით რამდენი  ტრაგედია და ადამიანური ისტორია მაქვს მოსმენილი როცა უკრაინა შემოვიარე, განსაკუთრებით ბოლო წელს, უკვე ოდესის შემდეგაც, როცა გადაცემას ვამზადებდი? (მიხეილ სააკაშვილს მიყავდა თოქ–შოუ ,,ინშა უკრაინა’’ ტელეარხ ZIK.– ის ეთერში – ,,გორდონი’’). გული მისკდებოდა პირდაპირ. რა არაჩეულებრივი ხალხია და   რა ცუდად ცხოვრობს! დბოდიში მაგრამ როგორ წარმიგიდგენიათ, ფეხი ფეხზე გადავიდო ამერიკაში და ვიპაპარაკო რაც გინდათ ის ქენით ტქვენი პრობლემები თავად გადაწყვიტეთ, მე კი რამდენიმე წლის შემდეგ შემოგივლით და დაგხედავთ,  აბა როგორა ხართ – მეთქი? 
 
არა. ეს ჩემი წესი არ არის. მე ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც  უსამართლობასთან ბრძოლა, რისკზე წასვლა,  ბრძოლის შუაგულში შეჭრა  და ხიშტებზე შესკდომა იყო საჭირო, რაც უნდა ძლიერი ყოფილიყო მოწინააღმდეგე. და ეს იმიტომ, რომ,  როცა დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში, როცა ვფიქრობ,  რომ ეს რეალურად  ხალხისთვის კეთდება, ანუ ზუსტად ვიცი, რომ ამით ვიცავ უკრაინას, რომელსაც კლავენ როგორც ქვეყანას, რომელსაც ნაფლეთებად  გლეჯენ, რომ სათავისოდ დაითრიონ.   ზუსტად ვიცი ისიც, რომ  მას შესწევს  ძალა იქცეს  ევროპულ ზესახელმწიფოდ,  სადაც ადამიანები დაიწყებენ ღირსეულად ცხოვრებას და არსად მოუწევთ წასვლა ლუკა პურისთვის. – ეს ჩემთვის ყველაფერია.
 
მე ვერ შევძლებდი შორიდან, რომელიმე აკადემიური ინსტიტუტის ფანჯრებიდან მედევნებინა თვალი უკრაინისთვის და მეწერა ,,რაპორტები’’ იმაზე, როგორ გაუშვა უკრაინამ ხელიდან მორიგი შანსი, რა ცუდად არის იქ ყველაფერი და როგორ კარგავს ქვეყანა ორ, სამ ოთხ მილიონ კაცს ყოველწლიურად, როგორ ამყარებენ ჩვენი ქალაქები, მათ შორის დნეპრი, მსოფლიო რეკორდს  მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა და ეკონომიკის უკუსვლის ნიშნით მაშინ, როცა არნახული პოტენციალი აქვთ. ეს ყველაფერი გულს მიგლეჯს. მეც თქვენსავით არ შემიძლია გულგრილი დავრჩე – ეს ელემენტარულია,  არ შეიძლება ამ დროს ისაუბრო რაღაც პირადულზე – ვიზებზე, დოკუმენტებზე. ,,აი, თქვენი ძმა დაიჭირეს’’ – მეუბნებოდნენ, როცა ეს მოხდა. და რა მერე? რა, რომ იგი ოჯახის წევრია? განა ცოტა ადამიანს აკავებენ უსამართლოდ?  
 
და რა, საერთოდ არ შეგცოდებიათ?
შეიძლება ძალიანაც, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა! თუ მე ჩემს ძმაზე ან საკუთას თავზე ჩავიციკლები, არაფერი გამოვა. მათ სწორედ ამის იმედი აქვთ: მოდი, მოვრიგდეთ თქვენს ძმასთან, თქვენთან  დაკავშირებით. თვალსაც ჩაგიკრავენ, ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს მოვაგვარებთ…   აი, როგორც ,,ის’’ მელაპარაკა მალტაზე: კარგად მოიქცევი? მოგიძებნით პატარა ნიშას უკრაინის პოლიტიკაში,  თან ეს საკმაოდ უზრუნველყოფილი იქნება ფინანსური თვალსაზრისითაც’’… ანუ პირდაპირ ასე, თავხედურად მთავაზობს გარიგებაში შესვლას. მე მაგათ კარგად ვერ ვუცვნივართ..
სახელდობრ,  რა შემოგთავაზათ პოროშენკომ მალტაზე?
აკი ვთქვი,  გამაფრთხილა, მითხრა, რომ უნდა დავშოშმინდე, შევწყვიტო  მისი კრიტიკა, თორემ ინდივიდუალურ ზომებს მიიღებს . ,,არ დაგავიწყდეს, რომ უკრაინელი არა ხარ’’ – გამიმეორა მან ორჯერ (რა ინდივიდუალურ ზომებს გულისხმობდა იგი,  ძნელი მისახვედრი არ იყო), ხოლო შემდეგ დასძინა: პრინციპში შენს მიმართ კარგი განწყობა მაქვს და თუ კარგად მოიქცევი, გექნება შენი პატარა ფრაქცია პარლამენტში, შენი ნიშა უკრაინის პოლიტიკაში და , შესაბამისად,  ფინანსური უზრუნველყოფაც’’.  ანუ ყველა თავისი საზომით ჭრის და კერავს, ეს საწყენია,  რადგან  პირადად პრეზიდენტის კრიტიკა არ მსურს, მე ვაკრიტიკებ მის პოლიტიკას, რომელიც, სამწუხაროდ, კატასტროფულია. მისი პოლიტიკა  ემყარება თავისი ხალხისადმი უპატივცემლო და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას , სიძულვილსა და მისწრაფებას თავიდან მოიშოროს ისინი.
 
ამასწინათ კრაკოვში ვსაუბრობდით იქაურ უკრაინელებთან ერთად  და ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ, როგრც ჩანს, მათ ქვეყანაში ხალხი აღარ სჭირდებათ, უფრო ზუსტად არა ქვეყანას,  არამედ ამათ, ამ ბარიგებს. მათ სჭირდებათ ტერიტორია, უცხოური კრედიტები, ფული, რომელსაც, მაგალითად, პოლონელი უკრაინელები უგზავნიან თავიანთ ოჯახებს უკრაინაში და რომლის ნაწილიც სახელმწიფოს მიაქვს, ხოლო ხალხი მათთვის ზედმეტი ტვირთია. და იციტ, ახლა მეც მათ შორისა ვარ. მეც ზედმეტი აღმოვჩნდი ჩემს ქვეყანაში.
მაგრამ ნურას უკაცრავად!
ყველა ევროპაში გარბის, მე კი პირიქით ევროპიდან უკრაინაში  მოვდივარ და ისინი კიდევ ბევრს გაიგონებენ ჩემგან და ჩემზე, რაც უნდა მუქარებს  მითვლიდნენ იქიდან. 
მათ  ძმა დამიჭირეს და  ამით უნდოდათ ეთქვათ, რომ უკან დახევა არ აპირებენ. ჩაატარეს პრესკონფერეცია იუსტიციის სამინისტროში , რომ ეთქვათ – ნუ შემოხვალ, თორემ გადაგცემთო.
 უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ის იუსტიციის სამინისტროა, რომელმაც  ,,მიხეილ სააკაშვილის ბლოკის’’ სახელით დაარეგისტრირა ვიღაც საწყალი, ასოციალური ელემენტი სუშკო ობოლონიდან და სახელი და გვარი მოაპარვინა ჩემთვის. ისინი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მოახდენენ ჩემს ექსტრადიციას, თუ უკრაინელი ხალხი დაუშვებს ამას. 
 
 
მე ნამდვილად ვსვამდი ციხეში ახლო მეგობრებს,
და ჩვენ ნამდვილად ვაიძულებდით მათ, უკან მოეტანათ, თუ რამ ჰქონდათ მოპარული
 
იხეილ, მოდით, განვაგრძოთ – დიმიტრი გორდონისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ ყვებოდით, როგორ დაგიჭირათ მხარი პრეზიდენტმა იუშჩენკომ რუსეთ – საქართველოს ომის დროს. ვციტირებ: ,, ვიქტორ იუშჩენკო პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩამოფრინდა თბილისში და ღამით მოედანზე შეკრებილ ხალხთან გავიდა. ისინი თბილისისკენ აზერბაიჯანული სოფლების თავზე გამავალი საჰაერო გზით მოემართებოდნენ და ძალიან დიდ რისკზე მიდიოდნენ, რადგან   რუსეთს უკვე პირდაპირ ჰქონდა განცხადებული მათთვის: წაეთრიეთ  აქედან, თორემ ჩამოგაგდებთო. თბილისის ცენტრალურ მოედანზე კი  მათ მოლოდინში ფეხმოუცვლელად იდგა 100 ათასი, შესაძლოა,  200 ათასი ადამიანი  და წარმოიდგინეთ,  რა აღტაცებით შეხვდნენ ისინი მათ გამოჩენას.’’ – თქვით თქვენ.
თქვენი თანაკურსელი პეტრო პოროშენკო იმ დროს უკრაინის ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე იყო – როგორ იქცეოდა ის ამ მომენტში? დაგირეკათ?  გამოხატა  თავისი მხარდაჭერა? შემოგთავაზათ რაიმე სახის დახმარება? თუ საერთოდ არ დაკავშირებიხართ ერთმანეთს? 
არა, მაშინ კონტაქტი არ გვქონია. სამწუხაროდ, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ იგი 2008 წლის მოვლენებიდან ცოტა ხანში ეკონომიკის მინისტრი გახდარა იანუკოვიჩის მთავრობაში. ამის შესახებ შევიტყვე გმხოლოდ მაშინ, როცა ვამზადებდი ბოლოსწინა გადაცემას "Інша Україна’’. გავხსენი დოკუმენტები და ჩემდა გასაკვირად ვნახე გულისამრევი ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის ეკონომიკის მინისტრობის დროსაც ვაჭრობდა ,,ბოგდანის’’ მარკის ავტობუსებით, რაც ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას, საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს კანონმდებლობას. პირდაპირ ასე ეწერა: ,,ბოგდანებით’’ ვაჭრობა რესპუბლიკა აფხაზეთთან’’ – ანუ ფულის გამო იგი ყველანაირ დარღვევაზე ყოფლა წამსვლელი. ახლა უკვე გასაგებია, რომ ასეთი ადამიანისაგან იმ სიტუაციაში სოლიდარობა არც იყო მოსალოდნელი. 
 
მაგრამ არსებობს სხვადასხვა გარემოებები და, იცით, არ მინდა ყველაფერში დავადანაშაულო იგი. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, როცა იგი СНБО– ს მდივანი იყო, არ შემინიშნავს,  რომ რაიმე ეკეთებინოს  ჩვენს საზიანოდ.  ყოფილა ისეთი მომენტებიც კი, როცა იგი  მხარს უჭერდა  იუშჩენკოს პოლიტიკას, მაგალითად ქართული არმიის მოდერნიზაციის მიმართულებით და საზოგადოდ უკრაინის პოლიტიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის  საკითხებში. რაიმე განსაკუთრებული აქტივობები მისგან არ მახსოვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არაფერში შეუშლია ხელი. და ამისათვის მას შეიძლება მადლობაც ეთქვას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით არცთუ კარგი რაღაც – რაღაცეების კეთებაც დაიწყო. 
 
მიხეილ, თქვენ უკვე მრავალი– მრავალი  წელია პეტრო პოროშენკოს იცნობთ, უფრო მეტიც, მჭიდროდ გითანამშრომლიათ მასთან, იყავით მის გუნდშიც,  და ბევრი კარგი და დადებითი გითქვამთ მასზე. დღეს კი ძალიან ნეგატიურად საუბრობთ მასზე, მაგრამ ახლა ხომ არ გაგიცვნიათ იგი. რატომ დათანხმდით მის გუნდში ყოფნას , თუ ეს ყველაფერი ადრეც იყო ცნობილი თქვენთვის, რატომ უჭერდით მხარს აქამდე?
ჯერ ერთი, 2014 წელს, როცა ჩვენ მის დახმარებას შევუდექით, საქმეები უკრაინაში სწორი მიმართულებით წავიდა – ეს ყველას ახსოვს. ჩვენ შევქმენით ეროვნული პოლიცია, რომელსაც ჯერ ზღულაძე უწევდა კონსულტირებას, ხოლო შემდეგ ხატია დეკანოიძე ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ რომ ავაქოვი ჩამოეშორებინათ იქიდან და შეეცვალათ ძველი პოლიცია, ძველი საიმიგრაციო სამსახურები და სხვა, ახალი პოლიცია სხვა სისტემასთან ერთად აბსოლუტურად შეუქცევადად იდგებოდა უკრაინელების მხარეს და ხალხიც კიდევ უფრო კმაყოფილი იქნებოდა. ამის შემდეგ  ჩვენ მივიღეთ ანტიკორუფციული კანონები, მე ვიყავი ერთი იმ სამ ადამიანს შორის, რომელნიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაში მონაწილეობდნენ და, უნდა გითხრათ, რომ ეს დღემდე რეალურად მოქმედი ორგანოა, იქ ახლაც მუშაობს ერთერთი ჩემი თანამებრძოლი გიზო უგლავა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს. ასევე სიტნიკი, უბრალოდ ბრწყინვალე ადამიანი. მაგრამ რა უშლის მათ ხელს?  ყველაფერი დაუბლოკეს, მაგრამ ეს იყო აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი.
 
აკი ერთ გუნდში მუშაობდით, უფრო მეტიც, არ აკრიტიკებდით, გუბერნატორობის პირველ წელს სიტყვაც არ დაგცდენიათ მის წინააღმდეგ? 
დიახ, ასე იყო, რადგან მან მომცა საშუალება ახალგაზრდები დამესაქმებინა ოდესის საბაჟოზე, გამეხსნა ადმინიტრაციული მომსახურებს ცენტრი. უფრო მეტიც, იგი თავად დაესწრო მის გახსნას და ბრწყინვალე სიტყვაც წარმოთქვა. მაშინ ისე ჩანდა, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიუდფიოდა, რომ მცირე შეფერხებები დასაწყისისთვის ჩვეული ხარვეზები იყო და მალე საქმე უფრო სწრაფად და კარგად წავიდოდა წინ… 
 
 როდის გაჩნდა ბზარი და როდის  დადგა გადაულახავი ზღვარი თქვენს ურთერთობებში, როდის და რამ შეცვალა თქვენი რიტორიკა, როდის იგრძენით, რომ მორჩა, აღარაფერი გაგივათ მასთან? ეს რაიმე კონკრეტული მოვლენა, საუბარი, შეხვედრა იყო?  
ეს  მოხდა მაშინ, როცა ანტიკორუფიული ფორუმი შევქმენით (მასში  გაერთიანდნენ სერგეი ლიაშენკო, ნაიემი, ვიქტორ ჩუმაკი, ვასილი გაცკო და მრავალი სხვა) და  სხვა პირთა შორის პოროშენკოსთან დაახლებული ადამიანების კრიტიკაც დავიწყეთ , მაგალითად გენერალური პროკურორის შოკინის., ასევე კონონენკოსი. ეს მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის  და ვერც ჩვენ მივიღეთ მისი პრინციპი ,, ჩემებს ხელი არ ახლო, მისცხე სხვებს!’’.  პირველი შეჯახებაც მაშინ მოხდა  როცა საქართველოში ვიყავი ,,ჩემიანები’’ არ მყოლია, მე ნამდვილად ცამისვამს ციხეში ახლო მეგობრებიც  და ცვენ ნამდვილად ვაოიზულებდიტ მატ, თუ რამ ჰქონდათ მოპარული, უკან მოეტანათ. ამიტომ ვერ გავუგე პოროშენკოს. 
 
შემდეგ, რაღაც მომენტში იქ გრუშევსკაიაზე  ჩვენ შევქმენით ახალგაზრდული გუნდი, უნდა მიგვეღო კანონი  ღია სივრცის შესახებ. ("Про відкритий митний простір".)  ჩვენ შევუდექით მის მშენებლობას, ამერიკელებმა შეგვიძინეს აღჭურვილობა, ტრენინგები  გაიარეს ახალგაზრდებმა, რომელნიც პრეზიდენტისგან მიღებული მტკიცე პირობის იმედით შევარჩიეთ და სწორედ მაშინ, როცა დღედღეზე ველოდი პარლამენტის მიერ ჩვენს მიერ მომზადებული ამ კანონროექტის დამტკიცებას, რომელსაც პოროშენკომაც საჯაროდ დაუჭირა მხარი, ვიგებთ, რომ იგი უკან არის  გამოთხოვილი… მისივე დავალებით.
ეს უზარმაზარი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგან უკვე შერჩეული გვყავდა ასობით ახალგაზრდა, რომელიც წუთი წუთზე ელოდა გამოძახებას, რომ ჩართულიყო ბრძოლაში ახალი უკრაინისთვის, დაეწყო მუშაობა იმისათვის, რომ ეჩვენებინა ქვეყნისთვის,  როგორ შეიძლება გარდაიქმნას საბაჟოს ფუნქციონირება.  
 
მე რეფორმებს ვესწრაფვოდი, მათ ამისთვის მიხმეს და … მომატყუეს 
 
წინა სტატია,,შორენა თეთრუაშვილის რეკომენდაციით მკითხავი ქალი მონაზვნად გაუშვეს“ – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: ,,მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური