მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის სასაზღვრო სამსახური მგზავრებს 10 სექტემბერს კარაკოვეცის მარშრუტის სხვა გზებით ჩანაცვლებას ურჩევს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური მგზავრებს 10 სექტემბერს კარაკოვეცის მარშრუტის სხვა გზებით ჩანაცვლებას ურჩევს

Published on

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური „ფეისბუქის“ გვერდზე  ავრცელებს  განცხადებას 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით.
 
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, – ნათქვამია განცხადებაში. 
 
უკრაინელი მესაზღვრეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
„ამიტომ, თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან. 
 
უკრაინის სოციალურ ქსელებში ამ განცხადებას პოროშენკოს კარიკატურით გამოეხმაურნენ.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...