მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში, სამბალიან შტორმში პეტერბურგელი დამსვენებელი დაიხრჩო

სოხუმში, სამბალიან შტორმში პეტერბურგელი დამსვენებელი დაიხრჩო

Published on

გუშინ, დილის ცხრა საათზე სოხუმის სანაპიროსთან ზღვაში დაიხრჩო პეტერბურგელი დამსვენელი, 1966 წელს დაბადებული ირინა მარჩენკო. იგი ზღვაზე შვილთან ერთად იმყოფეოდა და სწორედ მან ატეხა განგაში, როცა აღელვებული ზღვის ტალღებში გასაჭირში ჩავარდნილი დედა დაინახა. თვითმხილველთა თქმით, ქალი  დინებამ ჩაითრია  და მალე დაიკარგა თვალთახედვიდან. 
მაშველების ყველა მცდელობა ეშველათ მისთვის, ამაო აღმოჩნდა.  სამბალიან შტორმში შედეგი ვერ გამოიღო ცხედრის პოვნის მცდელობამ კატერებით განხორციელებული სამძებრო სამუშაოების გზით.  საქმეში მყვინთავები  ჩართეს. სწორედ მათ შენიშნეს შუქურას რაიონში, ყოფილი ბეტონის ქარხნის ნანგრევებთან ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ქალის ცხედარი. ქალს უკვე სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. 


 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...