მთავარისიახლეებიპოლიტიკაიულია ტიმოშენკო პოლონეთში მიემგზავრება, რომ იქიდან მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაბრუნდეს უკრაინაში

იულია ტიმოშენკო პოლონეთში მიემგზავრება, რომ იქიდან მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაბრუნდეს უკრაინაში

Published on

პარტია ,,ბატკოვჩინას'' ლიდერმა იულია ტიმოშენკომ წუხელ  ტელეარხ  NewsOne -ის ეთერში  განაცხადა,  რომ 10  სექტემბერს პოლონეთში მიემგზავრება, რომ იქიდან მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაბრუნდეს უკრაინაში. 
,,მე პირადად  აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხო სააკაშვილს. მე მივემგზავრები. იგი 10 სექტემბერს გეგმავს ძალიან უბრალოდ,  მშვიდობიანად ჩამოვიდეს ქვეყანაში და წარმოადგინოს წერილი, სადაც დასაბუთებულია რომ მას სრული უფლება აქვს იცხოვროს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს. და მას აქვს უფლება მივიდეს უკრაინის სასამართლოში, რათა გაირკვეს რამდენად პატიოსნად ჩამოართვეს მას მოქალაქეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები ვართ, მე მინდა მის გვერდით დავდგე, რათა  დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური კონკურენციისათვის მიუღებელია პოლიტიკური რეპრესიების ისეთი ბინძური მეთოდები, რომელიც მოქმედმა  პრეზიდენტმა გამოიყენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.'' – განაცხადა ტიმოშენკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი მეთაურის მხარდასაჭერად პოლონეთში გაემგზავროს.
,,თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აუკრძალეს საზღვრის გადმოკვეთა და უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა, ამიტომ, მე  მას ყოველ მიზეზ გარეშე დავუჭერ მხარს ყველგან,  სადაც იგი იქნება. ამჟამად იგი პოლონეთშია.''

 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...