მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა

Published on

დღეს, ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიამ ადგილობრივებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შედგა. 
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, გრიგოლ ვაშაძესთან კონულტაციები ერთი თვე მიმდინარეობდა. 
ერთ კვირაში პარტია ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პრეზენტაციასაც მოახდენს.
მერობის კანდიდატმა ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე, ქალაქში სიღარიბის შემცირებასა და განათლების მიღების პროცესში ხელშეწყობაზე ისაუბრა. 
 
”ქუთაისის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ. როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები – სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი – დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიცების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილის და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე.
 
ქუთაისი ტრადიციულად არის მაღალი განათლების ქალაქი. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სიღარიბეს, უარი გვათქმევინოს სრულფასოვანი განათლების მიღებაზე. ქალაქი ვალდებულია დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ამაში. დაწესდება მერის სტიპენდია გაჭირვებული ოჯახებისთვის და ასევე სპეციალური ფონდი, განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
 
მისი თქმით, უდიდესი უსამართლობა და ტრაგედიაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სახსრები არა აქვთ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ დროს, ქუთაისელებს უნდა ჰქონდეთ ქალაქის ხელისუფლების იმედი და თავს არ გრძნობდნენ მიტოვებულად და დაუცველად.
 
”ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სპეციალური ფონდი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ისეთი ოპერაციებისთვის, რომელთა გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია. 
 
უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ახალგაზრდობა და სპორტი. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს რაგბიში და ფეხბურთში საქართელოს ჩემპიონობის ტიტულები, ამას კი ამ სფეროზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვთა ფეხბურთის და რაგბის ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს პრიორიტეტებში ეს საკითხიც შედის და გპირდებით, ჩვენ დავიბრუნებთ დიდი სპორტული ქალაქის სტატუსს.
 
ქუთაისს უბრწყინვალესი და საამაყო ისტორია აქვს. ამ ქალაქის შვილებს საერთო ქართულ საქმეში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, მაგრამ გვეყოფა წარსულით ცხოვრება! დრო არის, ვიშრომოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი დროით იამაყონ. ეს კი ქალაქის განვითარების, ქალაქისთვის ახალი პერსპექტივების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ!”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...