მთავარისიახლეებიმსოფლიო8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკაში

8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკაში

Published on

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ქვეყნის სამხრეთი, წყნარი ოკეანის სანაპირო დააზიანა.
 მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ათი კილომეტრის სიღრმეზე, მექსიკის სანაპიროდან 120 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრამ მექსიკის პანიკა გამოიწვია. ხალხი ქუჩებში გამოვიდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მეხიკოს ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მსხვერპლის, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. 
 
 
აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მექსიკის გარდა ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...