ნატო რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადება რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების შესახებ, რომელიც სტარტს 14 სექტემბერს აიღებს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ესტონეთში გააკეთა. „რუსეთმა უნდა დაიცვას ვენის დოკუმენტი. აუცილებელია წვრთნების შესახებ ბრიფინგები და სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრების შესაძლებლობა, წვრთნებზე მონიტორინგის განხორციელებისთვის პირობების შექმნა. ვენის დოკუმენტი წვრთნების ტრანსპარენტულობას და პროგნოზირებადობას უწყობს ხელს. მისი დაცვა აუცილებელია“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალური მდივანი ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს. „ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და უზრუნველვყოფთ ესტონეთის, ჩვენი წევრებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ეუთო-ს ვენის დოკუმენტის თანახმად, თუ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოს სამხედრო წვრთნებზე 13 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოჰყავს, ვალდებულია ორგანიზაციის წევრები გააფრთხილოს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და დაუშვას მონიტორები. ნატო-ს გენერალური მდივანი, ესტონეთის პრემიერთან ერთად, სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ტაპას სამხედრო ბაზა რუსეთის საზღვრიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. განცხადება რუსული წვრთნების შესახებ იური რატამაც გააკეთა. „გამოვთქვამთ შეშფოთებას დაგეგმილი წვრთნების გამო. ყურადღებით დავაკვირდებით სამხედრო წვრთნებს და მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერი.
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...