აჭარაში ჯილეხით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

0
390
აჭარაში ჯილეხმა 58 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. დაავადების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი ერთი კვირის წინ დაკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ge სოფელ ახალსოფლის გამგებლის თქმით, ის ე.წ ციმბირული წყლულით საქონლისგან დაინფიცირდა, მამაკაცს ჭრილობა ქონდა და ინფექცია დეკეულის დაკვლის დროს გადაედო. მამაკაცი შეუძლოდ სამი დღის შემდეგ გახდა. პირველადი დიაგნოზი ბათუმის ჰოსპიტალში დაუდგინეს.გამგებლის თქმით დაკლული საქონელი საკვებად არ გამოუყენებიათ და ის სოფლიდან მოშორებით გადაყარეს, შემდეგ კი ხორცი სავარაუდოდ უპატრონო ძაღლებმა შეჭამეს. სოფლის გამგებელი აცხადებს, რომ საქონლის მეპატრონეებმა შეცდომა დაუშვეს, რომ ხორცი არ დამარხეს, თუმცა ის ვეტერინარებზე დაყრდნობით ირწუნება რომ ჯილეხი ძაღლებზე არ ვრცელდება. მისი თქმით ცხოველის სადგომიც და ადგილიც სადაც ხორცის გადაყრა მოხდა შესაბამისმა სამსახურებმა დაამუშავეს.გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 116-ე მუხლისთ იძიებს, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
წინა სტატიახორცპროდუქტებზე ახალი რეგულაციები წესდება
შემდეგი სტატიაისრაელმა სირია დაბომბა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური